მინგათუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მინგათუ
დაბადების თარიღი 1692
შიდა მონღოლეთი
გარდაცვალების თარიღი 1763 (70-71 წლის)
მოქალაქეობა ცინის იმპერია
საქმიანობა მათემატიკოსი, ასტრონომი

მინგათუ ( ჩინ. ტრად. 明安圖, გამარტ. 明安图, ფინინი: Ming Antu  ; მონღ. Шарайн Мянгат, მინგათუ; დ. 1692, შიდა მონღოლეთი — გ. 1763) — მონღოლური წარმოშობის ჩინელი მათემატიკოსი და ასტრონომი მანჩუს კარზე. ცინის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მათემატიკოსი პირველი დუნ იუჩენთან (1791-1823), სიან მინდასთან (1789-1850) და დაი სიუსთან (1805-1860) ერთად.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმომავლობით ეკუთვნოდა შარაითის მონღოლურ ტომს ხოშუნა ურტ-ცაგანიდან (ამჟამად შილინ-გოლის აიმაგის ტერიტორია). იყო თეთრი დროშის არმიის წევრი.

1713 წელს იმპერატორმა კანქსიმ დააარსა მათემატიკური სკოლა. მათემატიკის სასწავლებლად მან ფრანგი იეზუიტები მოიწვია. მინგათუ იქ 28 წლის ასაკში ჩაირიცხა.

მინგათუს ეკუთვნის ორიგინალური ნაშრომები უსასრულო სერიებში წრიული ფუნქციების გავრცელების შსახებ. ეს ნამუშევრები პირველად გამოიცა მისი გარდაცვალებიდან დაახლოებით 50 წლის შემდეგ და გახდა მნიშვნელოვანი გაფართოების საგანი ჩინეთში მე-19 საუკუნეში (გაფართოება ტრიგონომეტრიულ და ლოგარითმულ სერიებად, გამოითვლება ალგებრულად და ინდუქციურად დიფერენციალური და ინტეგრალური გამოთვლების გარეშე).

საიმპერატორო ობსერვატორიაში მუშაობის ათწლეულების განმავლობაში მონაწილეობდა კალენდრის შედგენასა და რედაქტირებაში, ასევე არმილარული სფეროს შესწავლაში. მისმა ნაშრომმა „სეგმენტების გამოთვლისა და წრის წრეწირის დიამეტრთან შეფარდების სწრაფი მეთოდი“ (დაასრულეს მისმა შვილმა და მოსწავლეებმა) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩინეთში მათემატიკის განვითარებაში. მის მათემატიკურ ნაშრომებში ჩანს იეზუიტთა სკოლის და ევროპული მათემატიკური მეცნიერების კვალი, მათ შორის უწყვეტი პროპორციის ევკლიდური კონცეფციით სარგებლობა.[2]

1742 წელს მონაწილეობდა დაკვირვებებისა და გამოთვლითი ასტრონომიის კრებულის გადასინჯვაში, ხოლო 1756 წელს — დასავლეთის ახალი ტერიტორიების ტოპოგრაფიულ კვლევაში, რომელიც დაპყრობილი იყო ციალონგის მიერ (ახლანდელი სინძიანი).

1759 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ხელმძღვანელობდა ასტრონომიის ბიუროს. [3]

იუცუანის მხარეში ქალაქ ჰოჰ-ჰოტში ინახება ქვაში გამოკვეთილი ერთადერთი მონღოლური ასტრონომიული სქემა ინახება. მისი დათარიღების მიხედვით, ის შესაძლოა თავად მინგათუს ეკუთვნოდეს. [4]

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1910 წელს იაპონელმა მათემატიკოსმა იოშიო მიკამიმ აღნიშნა, რომ მინგათუ იყო პირველი მონღოლი, რომელიც  ჩაერთო ანალიტიკური კვლევის მეთოდებში.

დერბის უნივერსიტეტის მათემატიკოსმა დოქტორმა ჯ. ლარკომბმ 1999 წელსგამოაქვეყნა შვიდი გვერდი მინგაუთსა და მისი ნაშრომების შესახებ იეზუიტი მისიონერის, ინჟინრის, მათემატიკოსისა და გეოგრაფის პიერ ჯარტუს ინიციატივით, რომელმაც სამი დაუმთავრებელი სერია ჩაიტანა ჩინეთში 1700-იანი წლების დასაწყისში.

2002 წლის 26 მაისს მცირე პლანეტა  28242-ს მეცნიერის საპატივსაცემოდ ეწოდა მინგათუ 28242. ნომინაციის ცერემონია და ტრადიციული შეხვედრა გაიმართა მის მშობლიურ ქალაქ მინგათუში 2002 წლის აგვისტოში. 500-ზე მეტი დელეგატი და 20000 ადგილობრივი მოსახლე შეიკრიბა ამ შემთხვევის აღსანიშნავად და გაიმართა კონფერენცია თემაზე „მინგ ანთუს წვლილი მეცნიერებაში“. ჩინეთის მთავრობამ მინგის მშობლიურ ქალაქს დაარქვა "Ming Antu City".

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Luo Jianjin. "Ming'antu and His Power Series Expansions" (PDF). Institute for the History of Science, Inner Mongolia Normal University; Institute of Science, Technology and Culture, Zhejiang University. Archived from the original (PDF) on 26 September 2015. Retrieved 26 March 2012.
  2. The 18th century Chinese discovery of the Catalan numbers
  3. Cambridge History:. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-11. ციტირების თარიღი: 2010-10-24.
  4. The only Mongolian stone inscription astronomic chart. Inner Mongolia News 2008-10-16 17:02. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-23. ციტირების თარიღი: 2010-10-24.