888 წელს აღლაბიდებმა გემებით ახალი ჯარი გაგზავნეს იტალიაში. მათი მთავარი მიზანი კალაბრიის დაპყრობა იყო. მათ გზაში კონსტანტინოპოლის საიმპერიო ფლოტის ესკადრილია შეხვდათ. ბრძოლის შესახებ მხოლოდ არაბული წყაროები მოგვითხრობენ. ბრძოლა აღლაბიდთა გამარჯვებით დამთავრდა — 5000 ბიზანტიელი დაიხრჩო, 2000 ბრძოლისას დაიღუპა[2].
ამ დამარცხების შემდეგ, ბიზანტიელებმა ბევრი ციხე-სიმაგრე მიატოვეს სიცილიაში.
Eickhoff, Ekkehard (1966). Seekrieg und Seepolitik zwischen Islam und Abendland: das Mittelmeer unter byzantinischer und arabischer Hegemonie (650-1040) (in German). De Gruyter