არაბულ-ბიზანტიური ომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაბულ-ბიზანტიური ომები
მუსლიმთა დაპყრობების ნაწილი

ბერძნული ცეცხლის გამოყენება საზღვაო ბრძოლაში
თარიღი 634-1050
მდებარეობა ლევანტი, სირია, ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკა, ანატოლია, კრეტა, სიცილია, სამხრეთ იტალია
შედეგი არაბების ნაწილობრივი გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ბიზანტიამ დაკარგა ყველა აფრიკული და ახლო აღმოსავლეთის პროვინცია. ჩრდილოეთ ლევანტი მოგვიანებით დაბრუნებული იქნა.
მხარეები
ბიზანტიის იმპერია
ღასანიდები[1]
მარდეიტები
სომხური სამთავროები
ბულგარეთის იმპერია
იტალიის სამეფო
იტალიური ქალაქ-სახელმწიფოები
მართლმორწმუნე ხალიფები
ომაიანთა სახალიფო
აბასიანთა სახალიფო
აღლაბიდები
სიცილიის საამირო
ბარის საამირო
კრეტის საამირო
ჰამდანიდები
ფატიმიანები
მირდასიდები
მეთაურები
ჰერაკლე
თეოდორე თრითირიო
გრეგორი
კონსტანსი II
კონსტანტინე IV
იუსტინიანე II
ლეონტიოსი
ჰერაკლიუსი
კონსტანტინე V
ლეონ V
მიხეილ ლაქანოდრაკონი
ტაცატესი
ირინე ათენელი
ნიკიფორე I
თეოფილე
მანუელ სომეხი
ნიკიტა ოორიფა
ჰიმერიოსი
იოანე კურკუასი
ბარდა ფოკა უფროსი
ნიკიფორე II ფოკა
ლეონ ფოკა უმცროსი
იოანე I ციმისკე
მიხეილ ბურცესი
ბასილი II
ნიკიფორე ურანოსი
გიორგი მანიაკი
ტერველი
ჯაფარ იბნ აბუ თალიბი
ხალიდ იბნ ალ-ვალიდი
იკრიმა იბნ აბი ჯაჰლი
აბდ ალაჰ იბნ რავაჰი
აბუ ბაქრი
უმარ იბნ ალ-ხატაბი
აბუ აბაიდა იბნ ალ-ჯარაჰი
შარჰაბილ იბნ ჰასანა
ამრ იბნ ალ-ასი
იაზიდ იბნ აბუ სუფინი
აბდულა იბნ საადი
მუავია I
იაზიდ I
მუჰამედ იბნ მარვანი
მასლამა იბნ აბდ ალ-მალიქი
აბდულა ალ-ბატელი
მუავია იბნ ჰიშემი
ჰარუნ არ-რაშიდი
აბდ ალ-მალიქ იბნ სალიჰი
ალ-მამუნი
ალ-მუთასიმი
ასად იბნ ალ-ფურატი
აბას იბნ ალ-ფადლი
ხაფაგა იბნ საფიანი
იბრაჰიმ II იბნ აჰმადი
ლეო ტრიპოლელი
უმარ ალ-აქთა
სეიფ ალ-დაულა
ალ-აზიზ ბილაჰი
მანჯუთექინი
არაბულ-ბიზანტიური ომები ვიკისაწყობში

არაბულ-ბიზანტიური ომები — მთელი რიგი ომები არაბებსა და აღმოსავლეთ რომის იმპერიას შორის. დაიწყო VII საუკუნეში და გაგრძელდა XI საუკუნის შუა რიცხვებამდე, სანამ არაბთა სახალიფო საბოლოოდ არ დაკნინდა.

არაბები ბიზანტიის ტერიტორიაზე პირველად 630-იან წლებში გამოჩნდნენ და მალევე დაიკავეს მისი უმდიდრესი პროვინციები — სირია და ეგვიპტე. მომდევნო ორმოცდაათი წლის განმავლობაში ომაიანები შეიჭრნენ მცირე აზიაში და ორჯერ შემოარტყეს ალყა კონსტანტინოპოლს. ამავდროულად დაიპყრეს ბიზანტიის აფრიკული პროვინციების უმრავლესობა. სიტუაცია დასტაბილურდა კონსტანტინოპოლის მეორე ალყის შემდეგ, როდესაც არაბები მარცხმა გარკვეული ხნით შეაყოვნა. აბასიდების მმართველობის დროს სიტუაცია უფრო გამოსწორდა — დაიდო რამდენიმე ზავი, იყო ბევრი ელჩობა, მაგრამ ამის მიუხედავად ყოველწლიურად ხდებოდა თარეში და კონტრშეტევები ერთმანეთის მიმართულებით.

ომის პირველ საუკუნეებში ბიზანტიელები მუდმივად თავს იცავდნენ. ისინი როგორც წესი, მუდმივად უკან იხევდნენ და ციხე-სიმაგრეებსა და ქალაქებში მაგრდებოდნენ. მხოლოდ 740 წლის შემდეგ დაიწყეს კონტრშეტევებზე გადასვლა, მაგრამ არაბებმა მოახერხეს მათი შეჩერება მცირე აზიაში. 861 წლიდან — ბიზანტიის სათავეში მაკედონელთა დინასტიის მოსვლიდან დაიწყო კონტრშეტევების დიდი ტალღა, თანაც ამ დროს სახალიფო დაშლილი და შემცირებული. 920-976 წლებში ბიზანტიელებმა საბოლოოდ მოახერხეს მათი წინააღმდეგობის გარღვევა და აღადგინეს კონტროლი ჩრდილოეთ სირიასა და სომხეთში. ამ საუკუნეებში გაიმართა ბევრი საზღვაო ბრძოლა არაბებსა და ბიზანტიელებს შორის.

ამ ომის განმავლობაში, ხმელთაშუა ზღვაში არაბებმა დაიპყრეს ბიზანტიელთა კუთვნილი უამრავი კუნძული. მათ შორის აღსანიშნავია სიცილია, კრეტა და როდოსი. ამ ორ უკანასკნელზე ბიზანტიელებმა მოახერხეს კონტროლის აღდგენა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Ghassan." Encyclopædia Britannica. 2006. Encyclopædia Britannica Online. 18 October 2006 [1]