მილანა ტერლოევა
მილანა ტერლოევა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 დეკემბერი, 1979[1] (44 წლის) |
დაბადების ადგილი | Yandi, Achkhoy-Martanovsky District |
ფსევდონიმი | Milana Terloeva |
საქმიანობა | ჟურნალისტი, მწერალი და social activist |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | რუსეთი |
ალმა-მატერი | პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი |
მილანა ზაიდინოვნა ბახაევა (რუს. Милана Зайдиновна Бахаева; დ. 30 დეკემბერი, 1979; ჩეჩნეთი, უკეთ ცნობილია ფსევდონიმით მილანა ტერლოევა) — ჩეჩენი ჟურნალისტი და 2006 წლის ფრანგული ბესტსელერის Danser sur les Ruines - Une jeunesse tchétchène-ის ავტორი. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ლტოლვილი მილანა იყო გროზნოს უნივერსიტეტის რვა ჩეჩენი სტუდენტიდან ერთ-ერთი რომელმაც 2003 წელს საზღვარგარეთ სწავლა არჩია. მაგისტრის ხარისხი აიღო ჟურნალისტიკის განხრით უნივერსიტეტში, Institut d'Études Politiques de Paris, 2006 წელს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩეჩენი ჟურნალისტი და ავტორი მილანა ბახაევა დაიბადა პატარა სოფელ ორეხოვოში, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს დასავლეთით 60 კილომეტრში, ინგუშეთის საზღვართან და ცხოვრობდა მშობლებთან და ბებიასთან ერთად, რომლებიც გადაურჩნენ ჩეჩნების იძულებით დეპორტაციას ცენტრალურ აზიაში 1944 წლის 23 თებერვალს. [2] როგორც ბავშვი საბჭოთა კავშირში იზრდებოდა, ოჯახი შედარებით შეძლებული იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მზარდმა კრიმინალმა მილანას ოჯახიც დააზიანა. 1993 წლის იანვრის ერთ ღამეს ვიღაცამ დატოვა დიდი რკინის ყუთი ოჯახის ზღურბლთან. შიგნით იყო მოკლული მილანას მამის ცხედარი. [2]
1994 წლის 11 დეკემბერს ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყების შემდეგ, მილანამ და მისმა ოჯახმა პირველად შეაფარეს თავი სარდაფს და ცხოვრობდნენ წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე. მის სოფელში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, ამიტომ ოჯახმა თავის შეფარება გროზნოში გადაწყვიტა, რომელიც უკვე დანგრეული იყო ქალაქის ალყის შემდეგ. ოჯახი ორეხოვოში დაბრუნდა 1996 წლის ომის დასასრულს და აღმოაჩინეს, რომ მათი სახლები სასტიკად იყო გაძარცული, ხოლო მის სახლში მცხოვრებ რუს ჯარისკაცებს დაცინვის მიზნით დაბინძურებული ჰქონდათ ყველაფერი.
მეორე ჩეჩნეთის ომის დაწყებისთანავე მილანამ და მისმა ოჯახმა ასობით ათას სხვა ლტოლვილთან ერთად ინგუშეთს შეაფარეს თავი. ექვსი თვის შემდეგ იგი დაბრუნდა გროზნოში და ჩაირიცხა გროზნოს მძიმედ დაზიანებულ უნივერსიტეტში, სწავლობდა ფრანგულ ენას ევროპაში სწავლის გაგრძელების ოცნებიტ. ის ცდილობდა გამხდარიყო ჟურნალისტი, რათა შეძლებოდა სამართლიანობის აღსრულება, განსაკუთრებით კონფლიქტის მსხვერპლთათვის. ფრანგი სტუდენტების ჯგუფმა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ჩეჩნეთის ახალ ომს, 2003 წლის მარტში ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია Etudes Sans Frontières. 1997 წელს ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა მიმართა დასავლურ ქვეყნებს, დაეშვათ ჩეჩენი სტუდენტები თავიანთ უნივერსიტეტებში, რადგან ის ოცნებობდა ლიბერალურად ორიენტირებულ ლიდერებზე, რომლებიც შეძლებდნენ აღედგინათ ომით განადგურებული საზოგადოება. იმ დროს მხოლოდ მედრესმა და პაკისტანმა გახსნა კარი ჩეჩნებისთვის. იმ სექტემბრისთვის ორგანიზაციამ დააფინანსა რვა ჩეჩენი სტუდენტი, მათ შორის იყო მილანა, რომელმაც სწავლა საფრანგეთში გააგრძელა. [3]
პარიზის პოლიტიკის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, მილანა გამოირჩეოდა კარგი აკადემიური მოსწრებით, მან ინსტიტუტში სწავლა 2006 წელს დაამთავრა. 2004 წლის აგვისტოში, იგი ასევე მუშაობდა საერთაშორისო ტირაჟირებულ ფრანგულ გაზეთებში მონდი და Courrier International. [4] მოგვიანებით დაუმეგობრდა ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას. [5]ერთხელ Hachette Livre, უდიდესი გამომცემლობა საფრანგეთში, დაუკავშირდა მილანას, რათა მას ომებში მიღებული გამოცდილების შესახებ დაეწერა და მან დაწერა თავისი ავტობიოგრაფია Danser sur les ruines - Une jeunesse tchétchène (ცეკვავენ ნანგრევებზე - ჩეჩენი ახალგაზრდობა), რომელიც აღწერს იმ დარბევას, სადაც მისი ოჯახის მრავალი წევრი ტყვედ ჩავარდა. ავტობიოგრაფიაში ასევე ისაუბრა პარიზში მოგზაურობის და Sciences Po-ში სტუდენტობის შესახებ.
მიუხედავად მრავალი სამუშაო შეთავაზებისა პარიზში, მილანამ გადაწყვიტა, რომ გროზნოში დაბრუნებულიყო. 2007 წლის მონაცემებით, მუშაობს ჩეჩნეთში ევროპული კულტურული ცენტრის შექმნაზე, და ასევე მეორე წიგნზე ჩეჩენ ქალებზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Christian Science Monitor-ის სტატია მილანა ბახაევას შესახებ
- (in French) ინტერვიუ L'Express Livres-თან
- (in French) პლურიელის სტატია
- (in French) ინტერვიუ RTL-თან
- (in French) მადმოიზელის წიგნის მიმოხილვა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Babelio — 2007.
- ↑ 2.0 2.1 Milana Terloeva : Danser sur les ruines. reseaudesbahuts.lautre.net (11 September 2006)
- ↑ André and Raphaël Glucksmann, “A bridge to Chechnya”, www.signandsight.com (5 January 2007).
- ↑ Miliana BAKHAEVA. sciences-po.org
- ↑ Archives de la catégorie: 'Tchétchénie'. schlomoh.blog.lemonde.fr.