შინაარსზე გადასვლა

მიკროკლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიკროკლინი
საერთო
ქიმიური ფორმულაK[AlSi3O8]
იდენტიფიკაცია
ფერივარდისფერი, იშვიათად — თეთრი, მოყვითალო, მოცისფრო-მომწვანო
კრისტალის სინგონიატრიკლინური
სიმაგრე მოოსის სკალით6-6,5
სიმკვრივე2540-2570 კგ/მ³ კგ/მ³

მიკროკლინი (მიკრო... და ბერძნ. klíno – ვიხრები, კუთხე ტკეჩადობის სიბრტყეებს შორის 20'-ით განსხვავდება მართი კუთხისაგან) — მინდვრის შპატების ჯგუფის მინერალი. ქიმიური შედგენილობა K[AlSi3O8]. უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს მინარევებს (Ca, Ba, Fe, Rb, Cs). კრისტალდება ტრიკლინურ სინგონიაში. ჩვეულებრივ, ვარდისფერია, იშვიათად — თეთრი, მოყვითალო, მოცისფრო-მომწვანო; ელვარება — მინისებრი, სადაფისებრი აქვს. გვხვდება პრიზმული კრისტალებისა და ცალკეული მარცვლებისა და გროვების სახით. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6-6,5; სიმკვრივე 2540-2570 კგ/მ³. შედის გრანიტების, პეგმატიტების, გნაისებისა და მრავალი კრისტალური ფიქლის შედგენილობაში; გვხვდება ზოგიერთ დანალექ ქანშიც (ქვიშებში, ქვიშაქვებში). მიკროკლინის მსხვილ კრისტალებს, რომლებსაც პეგმატიტებიდან იღებენ, იყენებენ კერამიკულ წარმოებაში. მიკროკლინის მოცისფრო-მომწვანო სახესხვაობა — ამაზონიტი — სანახელავო ქვაა.