მიკობაქტერიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიკობაქტერიები

ტუბერკულიოზის ბაცილის (M. tuberculosis) კოლონიები
მეცნიერული კლასიფიკაცია
დომენი:  ბაქტერიები
სამეფო:  ბაქტერიები
ტიპი:  Actinomycetota
კლასი:  Actinomycetia
რიგი:  Mycobacteriales
ოჯახი:  Mycobacteriaceae
გვარი:  მიკობაქტერიები
ლათინური სახელი
Mycobacterium (Lehmann & Neumann, 1896)

მიკობაქტერიები (ლათ. Mycobacterium < ბერძ. μύκης — „სოკო“ და ლათ. bacterium — „ბაქტერია“) — ბაქტერიების გვარი. მიკობაქტერიები ზოგიერთი ნიშნით განსხვავდება ბაქტერიებისაგან. ახალგაზრდა ფორმები ჩხირისებრია, სუსტად დატოტვილი, ძვ. კულტურებში ჭარბობს სფერული ფორმები. უმოძრაო, მკაცრი აერობებია, შეიცავს ლიპიდებსა და ცვილს, რის გამოც მჟავაგამძლეა.

მრავლდება გაყოფით და დაკვირტვით. უმეტესობა უვნებელი საპროფიტია. მონაწილეობს სხვადასხვა ორგანულ ნივთიერების — ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების, ნავთობისპროდუქტების დაშლაში. აქვს აზოტფიქსაციის უნარი. არსებობს ადამიანისათვის პათოგენური ფორმებიც, მაგ., ტუბერკულოზისა (M. tuberculosis) და კეთრის (M. leprae) გამომწვევი მიკობაქტერიები. მიკობაქტერიების (გარდა M. leprae-ისა) მოშენება შეიძლება გამდიდრებულ საკვებ არეებზე ან მინერალური ხსნარებზე, რომლებიც შეიცავენ ნახშირბადისა და აზოტის წყაროს. მიკობაქტერიები წარმოქმნის კაროტინოიდებს, რის გამოც მათი კოლონიები საკვებ არეზე შეიძლება ყვითლად ან წითლად შეიფეროს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]