შინაარსზე გადასვლა

ქრიზანთოსი (ფილიპიდისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მთავარეპისკოპოსი ქრიზანთუსი)
მთავარეპისკოპოსი ქრიზანთოსი
ბერძ. Αρχιεπίσκοπος Χρύσανθος
 
დაბადების სახელი: ხარილაოს ფილიპიდისი
დაბადება: 1881
გარდაცვალება: 28 სექტემბერი, 1949

მთავარეპისკოპოსი ქრიზანთოსი (ერისკაცობაში ხარილაოს ფილიპიდისი, ბერძ. Αρχιεπίσκοπος Χρύσανθος; დ. 1881 — გ. 28 სექტემბერი, 1949) — ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი 19381941 წლებში.

დაიბადა 1881 წელს გრატინში, თრაკიაში, რომელიც მაშინ ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო. 1903 წელს იგი გახდა დიაკონი და ტრაპიზონის მიტროპოლიაში ქალაქის საშუალო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, სადაც ასწავლიდა რელიგიის გაკვეთილებს. სწავლობდა თეოლოგიას ჰალკის სკოლაში, შემდეგ ლოზანაში, შვეიცარიაში, შემდეგ კი ლაიფციგში, გერმანიაში. 1913 წელს გახდა ტრაპიზონის მიტროპოლიტი. პირველი მსოფლიო ომის მოვლენებმა დიდად იმოქმედა მის ცხოვრებაზე. 1916 წლის აპრილში — რუსეთის შემოსევის წინ — მას ოსმალეთის ადგილობრივმა ადმინისტრაციამ გადასცა ქალაქზე კონტროლი. რუსებმა ის გუბერნატორად შეინარჩუნეს. ომის დროს მხარს უჭერდა პონტოს დამოუკიდებლობას. 1919 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე ითხოვდა პონტოს რესპუბლიკის შექმნას, რისთვისაც თურქულმა ნაციონალისტურმა ძალებმა მას 1920 წელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. იგი ტრაპიზონში თავის თანამდებობაზე ვეღარ დაბრუნდა.

1938 წელს იგი გახდა ათენის მთავარეპისკოპოსი და ეკავა თანამდებობა მანამ, სანამ არ გადადგა საბერძნეთში ნაცისტური გერმანიის შეჭრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც უარი თქვა გეორგიოს ცოლაკოღლუს კოლაბორაციონისტული მთავრობისთვის ფიცის დადებაზე. არქიეპისკოპოსის პოსტზე ის ჩაანაცვლა დამასკინოსმა. გარდაიცვალა 1949 წლის 28 სექტემბერს ათენში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]