მე წვიმად მოვალ
„მე წვიმად მოვალ“ | |
---|---|
კადრი ფილმიდან | |
რეჟისორი | გოგი კასრაძე |
სცენარისტი | დოდო თოფურია |
კომპოზიტორი | ალექსანდრე ბასილაია |
ოპერატორი | ვიოლეტა ქაროსანიძე |
სტუდია | ქართული ფილმი |
პრემიერა | 1986 წ. |
ხანგრძლივობა | 10 წთ. |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
„მე წვიმად მოვალ“ — 1986 წლის ქართული ანიმაციური ფილმი, რომელიც გადაღებულია რეჟისორ გოგი კასრაძის მიერ. შექმნილია დოდო თოფურიას სცენარის მიხედვით. დამდგმელი მხატვარი, — ირინა ბარანოვა, კინოოპერატორი ვიოლეტა ქაროსანიძე, — კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია. ფილმის სიუჟეტი მუსიკალურ ფონზეა აგებული.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანიმაციური ფილმი „მე წვიმად მოვალ“ — მოგვითხრობს თოვლის გუნდასა და პატარა გოგონას მეგობრულ ურთიერთობაზე.
ღრუბელს მოწყვეტილი თოვლის გუნდა სრულიად მარტო აღმოჩნდება მთებში. იგი თავს მარტოდ გრძნობს და ცდილობს ვინმეს ეთამაშოს. ის მთის წვერზე შენიშნავს ფრინველს, მაგრამ როგორც კი უახლოვდება მას ის იმთავითვე წყდება ადგილს. დამწუხრებული თოვლის გუნდა ლოლუას მოწყვიტავს და ლოლუებზე დაიწყებს დაკვრას. მას სიმღერით აჰყვება პატარა გოგონა. ამ ჯადოსნური ხმით მოხიბლული თოვლის გუნდა მთიდან მიწაზე ჩამოგორდება გოგონასთან. ისინი დამეგობრდებიან; ცეკვავენ, თამაშობენ, მღერიან.
მზის გამოსვლასთან ერთად თოვლის გუნდა დნობას დაიწყებს. გოგონა თოვლის მოსატანად გაიქცევა, მაგრამ ამასობაში თოვლის გუნდა დადნება. დამწუხრებული გოგონა შინ დაბრუნდება და ფანჯარაში დაიწყებს ცქერას. შემდეგ წვიმა წამოვა და გოგონა მიხვდება, რომ ეს წვიმა მისი მეგობარი — წვიმად გადაქცეული დამდნარი თოვლის გუნდაა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მე წვიმად მოვალ kinopoisk.ru-ზე
- მე წვიმად მოვალ youtube-ზე