მეშკოვსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეშკოვსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
მეშკოვსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია — რუსეთი
მეშკოვსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა მეშკოვსკაია
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1857

მეშკოვსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია ვერხნედონის რაიონის სტანიცა მეშკოვსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. აგებული იყო 1857 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონის სასულიერო კონსისტერიის ფონდებში ინახება დოკუმენტები, რომელიც დაკავშირებულია მეშკოვსკაიის ეკლესიის მშენებლობასთან. მათში ახსნილია ეკლესიის აშენების აუცილებლობა კონკრეტულად ამ ხუტორში. ხუტორის ეკლესიაში კიდევ ივლიდა ცამეტი დასახლების მრევლი, ეს დასახლებებია: მოზნიაკოვი, პავლოვი, ვერხნიაკოვსკი, ნაზაროვი, პოპოვი, მელოვატსკი, კალმიკოვი, სკილნოვი, ეჟოვი, კოლოდეზნოი, სეტრაკოვი, ალიხოვსკი და ვეჟინსკი.

მეშკოვსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია ააგეს 1857 წელს[2], იგი ხისგან იყო აშენებული, ჰქონდა სამრეკლოცდა ქვის ღობე. ეკლესიას ჰქონდა ორი საკურთხეველი მთავარი ღვთისმშობლის კვართის სახელზე და ეგვტერისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. 1890 წლის 1 ოქტომბერს ეკლესიასთან გაიხსნა წერა-კითხვის სკოლა, რომელსაც 1897 წლის 15 სექტემბერს ეწოდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა. XX საუკუნის დასაწყისში ეკლესია დაიწვა და მის ადგილზე 1903 წელს ააშენეს სამლოცველო სახლი. 1904წელს სტანიცა მეშკოვსკაიაში ააშენეს და აკურთხეს ქვის სამსაკურთხევლიანი ღვთისმშობლის კვართის ეკლესია.

სსრკ-ში კოლექტივიზაციის დაწყებამდე მასში აღევლინებოდა საეკლესიო მსახურება ახლომდებარე სტანიცებისა და ხუტორებისათვის. მოგვიანებით, ეკლესია გაძარცვეს და გადააქციეს საწყობად. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკლესიაში კვლავ მიმდინარეობდა მსახურება, მაგრამ 1955 წელს ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებით დაანგრიეს[3].

1981 წელს სტანიცის მცხოვრებლების სურვილით მიიღეს გადაწყვეტილება ეკლესიის ადგილზე აღემართათ ჯვარი და მემორიალური დაფა, რომელზეც გამოსახული იქნებოდა ძველი ეკლესია. ჯვარი დაამზადეს 2001 წელს და დადგეს იმ ადგილზე სადაც იდგა ტაძარი.

ამჟამად სტანიცაში მოქმედებს ღვთისმშობლის კვართის სამწყსო[4], რომელთა წინამძღვარიცაა მღვდელმონაზონი ვლადიმირ ლავლინსკი[5].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]