შინაარსზე გადასვლა

მეტემფსიქოზი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეტემფსიქოზი (ბერძნ. „სულთა გადასახლება“) — რელიგიურ–მისტიური შეხედულება სულის გადასახლებაზე მიცვალებულის სხეულიდან ახლადშობილის ან მეორე არსების სხეულში, სულის რეინკარნაცია.

რწმენა უძვ. დროისაა, გავრცელება ჰპოვა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა შორის და სხვა, მაგრამ მთელი სისრულით დამუშავდა ინდოეთში. წინაპრის სული მეტემფსიქოზის კანონის ძალით შესახლდება მემკვიდრეში, თანაც ეს წინაპარი ხშირად ტოტემური, ცხოველისეულია. ადამიანი მოვალეა იყოს მართლმორწმუნე, ესწრაფოს სრულყოფას, რის შედეგადაც მისი სული შესახლდება უფრო მაღალ, სრულყოფილ სხეულში, ან თუ მიაღწია კარმას, მოქმედების სრულყოფას, თავისი "მომავლისათვის ზრუნვას", მაშინ შეიძლება სულაც შეწყდეს სანსარა – გარდაქმნა და სულის გადასახლება, შეწყდება ნირვანა და ადამიანი ქრება, როგორც ჭრაქი, რომელშიაც ზეთი ილევა. ის თავისუფლდება ყოველგვარი გარდაქმნისა და მიწიერი ვნებისაგან. ბუდისტები სულის უკვდავებას და გადასახლებას უარყოფენ, მაგრამ ადამიანის სულიერი, ფსიქიკური და ფიზიკური ძალების კომპლექსი გარდაცვალების შემდეგ კვლავ შეიყრებიან და ახალი პიროვნება წარმოიქმნება. თუ ადამიანი ცოდვილია და უღირსი, ინდუიზმის მიხედვით მისი სული გადასახლდება უფრო დაბალ არსებაში, ან ცხოველში და მწერში, ასპიტშიც კი. ამისი შიში მრავალ მორწმუნეს აიძულებს, თავის ნირვანას შეეწიროს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეტემფსიქოზი“-დან