მესროპ დანდუროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მესროპ ივანეს ძე დანდუროვი [დ. 29 მაისი (ახ. სტ. 11 ივნისი), 1900, სოფ. ახალქალაქი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 2 მაისი, 1964, თბილისი] — ქართველი სპეციალისტი მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის დარგში, ეთნიკურად სომეხი. სსრკ მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1957), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურების მოღვაწე (1955).

დაამთავრა კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1928). 1944–1959 წელს ხელმძღვანელობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტს, 1959–1964 წლებში — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გვირაბების კათედრას. II მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში მონაწილეობდა გვირაბების აღდგენით სამუშაოებში. მისი სახელმძღვანელო „გვირაბები“ თარგმნილია რამდენიმე უცხო ენაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეტროპოლიტენები, ტ. 1–2, თბ., 1954–60;
  • Тоннели на путях сообщения, 2-ე изд., М., 1947;
  • Тоннели, М., 1952.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]