მესენია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მესინია
Μεσσηνία
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სტატუსი ნომი
შედის პელოპონესი
ადმინისტრაციული ცენტრი კალამატა
ოფიციალური ენა ბერძნული ენა
მოსახლეობა (2005) 180,264 კაცი
სიმჭიდროვე 60,3 კაცი/კმ²
ფართობი 2,991 კმ²
მესინია რუკაზე
კოდი ISO 3166-2 GR-17
სატელეფონო კოდი 272x0, 276x0
საფოსტო ინდექსები 24x xx
ავტომობილის
სანომრე ნიშნები
ΚΜ
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში მესინია

მესინია (ბერძნ. Μεσσηνία) — ნომი საბერძნეთში, პელოპონესის პერიფერიაში. ნომის ჩრდილოეთით მდებარეობს მთაგრეხილი ტაიგეტოსი, რომელიც ყოფს ერთმანეთისგან ლაკონიას და მეინიას.

ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კალამატა.

სხვა დიდი ქალაქები:

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი მესინიას რუკა

ძველ დროში გადმოცემით მესინია დასახლებული იყო ლელეგებით. ჰომეროსის თანახმად მესინიაში იყო ნესტორის სამეფო პილოსი. მესენიის ომების შედეგად მესენია იმყოფებოდა სპარტის მმართველობის ქვეშ. ძვ. წ. 369 წელს თებეელების სპარტაზე გამარჯვების შემდეგ მესინიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. იმავე წელს იქნა დაარსებული მესინიას ახალი დედაქალაქი მესინი.ძვ. წ. I საუკუნეში მესინია შევიდა რომის იმპერიის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უდიდესი მთაა — პროფიტოს ილიასი (Προφήτης Ηλίας) 2404 მ.), ტაიგეტოსის მთაგრეხილში.

მდინარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომის ყველაზე დიდი მდინარეა — პამისოსი. პატარა მდინარეები: ველიკასი და ნედონასი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალამატა — მესინიას ნომის სავაჭრო და სამრეწველო ცენტრია, აგრეთვე მნიშვნელოვანი ნავსადგური. სოფლის მეურნეობის სექტორში მთავარი ადგილი უკავია: ლეღვს, ვაზს, ფორთოხალს, ზეთისხილს და ზეთისხილის ზეთს.

მუნიციპალიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიფერიული ერთეული მესინია იყოფა 6 მუნიციპალიტეტად.

2010 Dimi Messinias numbered.svg
კალამატა (1)
მესინი (2)
ოხალია (3)
პილოს-ნესტორასი (4)
ტრიფილია (5)
დასავლეთი მანი (6)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]