მესამე ქვეითი ბრიგადა (საქართველო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მესამე ქვეითი ბრიგადა — ქვეითი ბრიგადა საქართველოს სახმელეთო ძალების შემადგენლობაში. ჩამოყალიბდა 2004 წლის დეკემბერში 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის ბაზაზე (შეიქმნა 1992 წელს 6 აგვისტოს).

ბრიგადას გავლილი აქვს GTEP-ისა (წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა) და SSOP-ის (სტაბილურობის შენარჩუნების ოპერატიული პროგრამა) საბრძოლო მომზადების პროგრამები. ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო ოპერაციაში კოსოვოს რეგიონში. 2007 წელს ბრიგადის 2000 სამხედრო მოსამსახურეს მიღებული აქვს მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციაში ერაყში. 2010 წლის ოქტომბრიდან III ქვეითი ბრიგადის 31-ე და 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონები ასრულებდნენ ავღანეთის რესპუბლიკაში სამშვიდობო ოპერაციებს აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან ერთად.[1] ბრიგადა განლაგებულია ქუთაისში და ექვემდებარება სახმელეთო ძალების დასავლეთ სარდლობას.[2]

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2011 წ. 26 მაისის აღლუმის პროგრამა[მკვდარი ბმული]. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 25.05.2011
  2. სახმელეთო ჯარები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო