მერი ფელინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მერი ფელინი
Mary Fallin
მერი ფელინი Mary Fallin
ოკლაჰომის 47-ე გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 იანვარი, 2011 – 14 იანვარი, 2019
წინამორბედიბრედ ჰენრი
მემკვიდრეკევინ სტიტი

ოკლაჰომის ვიცე-გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 იანვარი, 1995 – 2 იანვარი, 2007
წინამორბედიჯეკ მილდრენი
მემკვიდრეჯარი ეტკინსი

დაბადებული9 დეკემბერი, 1954
უორენსბურგი, მისური, აშშ
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
განათლებაოკლაჰომის ბაპტისტური უნივერსიტეტი, ოკლაჰომის შტატის უნივერსიტეტი, ოკლაჰომის ცენტრალური უნივერსიტეტი

მერი ფელინი (ინგლ. Mary Fallin, დ. 9 დეკემბერი, 1954, უორენსბურგი, მისურის შტატი) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი. ოკლაჰომის შტატის 27-ე გუბერნატორი (2011-2019 წწ.). ოკლაჰომის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრი 1990-1995 წლებში და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი 2007-2011 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერი ფელინი (დაბადებით მერი ქოუფლენდი) დაიბადა 1954 წლის 9 დეკმებერს მისურის შტატის ქალაქ უორენსბურგში, მერი ჯოსა და ჯოზეფა ჰიუტონ ქოუფლენდის ოჯახში[1]. მისი დედა და მამა სხვადასხვა დროს იყვნენ ქალაქ ტეკუმსეს მერები, სადაც მერი გაიზარდა. ტეკუმსეს საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ მერიმ სწავლა გააგრძელა შოუნის ბაპტისტურ უნივერსიტეტში და ოკლაჰომის ცენტრალურ უნივერსიტეტში, ედმონტში. ფელინმა მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი მიიღო ასევე ოკლაჰომის შტატის უნივერსიტეტში.

1990 წელს მერი ფელინი აირჩიეს ოკლაჰომის შტატის წარმომადგენელთა პალატაში. 1995 წელს ფელინი აირჩიეს ოკლაჰომის შტატის ვიცე-გუბერნატორად და გახდა პირველი ქალი და პირველი რესპუბლიკელი ამ თანამდებობაზე. როგორც ვიცე-გუბერნატორმა, ფელინმა შტატის სენატის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ასევე შევიდა ათი ერთეული საბჭოსა და კომისიის შემადგენლობაში. აღნიშნულ თანამდებობაზე თორმეტწლიანი მმართველობის დროს იგი ატარებდა აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ფოკუსირებული იყო ეკონომიკურ განვითარებაზე, განათლებაზე, ჯანმრთელობის დაცვასა და სახელმწიფო რეფორმებზე.

2006 წლის 7 ნოემბერს მერი ფელინი აირჩიეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. არჩევნებში მან დაამარცხა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი პოლ დევიდ ჰანტერი[2]. ამ არჩევნების შემდეგ იგი გახდა ოკლაჰომის შტატიდან პირველი ქალი აშშ-ის კონგრესში 1921 წლიდან მოყოლებული. ვიცე-გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა 2007 წლის 2 იანვარს და კონგრესში თანამდებობა დაიკავა ამავე წლის 4 იანვარს. ფელინი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ხელმეორედ აირჩიეს 2008 წელს[3].

ფელინი იყო წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის, მცირე ბიზნესის კომიტეტისა და ასევე ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის წევრი. იგი ასევე მუშაობდა კონგრესის ეროვნული რეპუბლიკური კომიტეტის აღმასრულებელ კომიტეტში. იყო რესპუბლიკური კომიტეტის ხელმძღვანელი პოლიტიკური სტრატეგიის კუთხით და კონგრესის ქალთა ფორუმის ხელმძღვანელი.

2009 წლის სექტემბერში ფელინმა გამოაცხადა, რომ აპირებდა გუბერნატორის თანამდებობაზე კენჭისყრას. მან მოიგო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზი, მიიღო 136 477 ხმა, მაშინ როდესაც მისმა უახლოესმა მდევარმა, სენატორმა რენდი ბროგდონმა მიიღო მხოლოდ 98 170 ხმა[4]. 2010 წლის 2 ნოემბერს საყოველთაო არჩევნებზე ფელინმა დაამარცხა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ჯარი ეტკინსი, მიიღო 60 % 39 %-ის წინააღმდეგ[5]. ფელინმა ოკლაჰომის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა 2011 წლის 10 იანვარს და გახდა შტატის პირველი ქალი გუბერნატორი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფელინის პირველი მეუღლე იყო ჯოზეფ ფელინი, კბილის ექიმი, მასთან დაქორწინდა 1984 წელს, ხოლო განქორწინდა 1998 წელს[6]. 2009 წლის ნოემბერში იგი ცოლად გაყვა ვეიდ ქრისტენსენს, ოკლაჰომა-სიტის ადვოკატს[7]. მას ჰყავს ჯამში ექვსი შვილი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Genealogy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-15. ციტირების თარიღი: 2012-05-23.
  2. General Election. Oklahoma State Election Board (2006-11-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-15. ციტირების თარიღი: 2012-05-23.
  3. 2008 Election Results. Oklahoma State Election Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-15. ციტირების თარიღი: 2012-05-23.
  4. 2010 primary results. Oklahoma State Election Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-15. ციტირების თარიღი: 2012-05-23.
  5. 2010 Election Results. Oklahoma State Election Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-15. ციტირების თარიღი: 2012-05-23.
  6. English, Paul. “Lt. Gov. Fallin Files Petition For Divorce“, The Oklahoman, December 5, 1998. ციტირების თარიღი: 2016-05-09. 
  7. "Mary Fallin, Wade Christensen wed in Oklahoma City", The Oklahoman, November 22, 2009.