მენესოს მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მენესოს ეკლესია.

მენესოს მეორე ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მენესოს ჩრდილოეთით, ფერდობზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (3,5 x 2,5 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. სწორკუთხა შესასვლელი (გვიანდელია) დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში, ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. დარბაზი ცილინდრული კამარითაა გადახურული. ინტერიერი შელესილია. თავდაპირველი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია - დაფარულია ფერდობიდან ჩამორეცხილი მიწით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]