მენადირეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მენადირეობამეცხოველეობის დარგი, რომლის დანიშნულებაა ძვირფასბეწვიაბი ნადირის ტყვეობაში მოშენება ბეწვის მისაღებად. მენადირეობის ობიექტია წაულა, მოშავო-მოვერცხლისფერო მელა, ნუტრია, თახვი, შინშილა, სიასამური.

ყოფილ სსრკ-ში მენადირეობის განვითარება 1928-1929 წლებში დაიწყო. მენადირეობაში სანაშენე მუშაობა ტარდება ტანად დიდი, ნაყოფიერი, სიცოცხლისუნარიანი, ძვირფასბეწვიანი ნადირის გადარჩენა-შერჩევის გზით. სანაშენე მუშაობაში გენეტიკური ხერხების გამოყენებით მიღებული მრავალრიცხოვანი ფერადი ნადირი: 34 ტიპის ფერადი წაულა, რამდენიმე ტიპის ფერადი მელა და ცისფერი ყარსაღი. მელისა და ყარსაღის სამეურნეო, გამოყენების ვადა 9-10 წელია, წაულისა — 5-6, ნუტრიისა — 3-4, სიასამურისა — 12-14.

მენადირეობა, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, ისწავლება უმაღლესი და საშუალო სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლების ზოოტექნიკურ ფაკულტეტზე.

საქართველოში ბაკურიანი ვერცხლისფერი მელიის საბჭოთა მეურნეობამ 1976 დაამზადა 2681 ვერცხლისფერი მელიის ტყავი, რომლის ღირებულება 272 ათას მანეთს შეადგენდა. მენადირეობის კურსი იკითხებოდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო ფაკულტეტზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ильник Е. Д., Звероводство, М., 1963;
  • ენუქიძე გ., ქსე, ტ. 6, გვ. 569, თბ., 1983