მელბურნ ინმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Snooker triangle.svg
მელბურნ ინმენი
Melbourne Inman.jpg
საერთო ინფორმაცია
დაბ. თარიღი: 15 ივლისი 1878
გარდ. თარიღი: 11 აგვისტპ 1951
მოქალაქეობა: ინგლისის დროშა ინგლისი

მელბურნ ინმენი (ინგლ. Melbourne Inman; დ. 15 ივლისი, 1878 — გ. 11 აგვისტო, 1951) — ინგლისელი პროფესიონალი სნუკერისტი და ინგლისური ბილიარდის მოთამაშე.

ბიოგრაფია და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელბურნ ინმენი დაიბადა 1878 წელს. მისი ნათესავები (მამა, ორი ძმა და სამი ბიძა) კარგად თამაშობდნენ ინგლისურ ბილიარდს და 100-ქულიან სერიებს აკეთებდნენ. თვითონ მელბურნი იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, პოპულარული და ცნობილი მობილიარდე XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში. ის ამ თამაშში მსოფლიო ჩემპიონი გახდა 1908, 1909, 1911—1914 და 1919 წლებში, ხოლო 1910—1911 წლებში იყო ტურნირის ფინალისტი[1]. 1926 წლის ნოემბერში ინმენმა ითამაშა სნუკერის პირველი მსოფლიო ჩემპიონატის გამხსნელ მატჩში[2].

მელბურნ ინმენი ცნობილი იყო თავისი ნელი, ტაქტიკური თამაშით. მიუხედავად ამისა, თავის დროს ის ყველაზე წარმატებულად შოულობდა ფულს თავის საქმიანობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]