მელატონინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელატონინი

მელატონინიეპიფიზის მთავარი ჰორმონი, ცირკადული რითმის მარეგულირებელი. უძილობის დროს, „ბიოლოგიური საათის“ კორექტირებისთვის მას აბების სახით მიიღებენ.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰორმონი მელატონინი აღმოჩენილ იქნა 1958 წელს ა.ბ. ლერნერის მიერ. მისი რაოდენობა ადამიანის ორგანიზმში რიტმულად იცვლება, კონკრეტულად კი, როგორც წესი, ღამით, შუა ღამიდან დილის ხუთ საათამდე, მისი რაოდენობა ორგანიზმში განსაკუთრებით მომატებულია; ხოლო დღისით — ნაკლები. მელატონინს გამოიმუშავებს ეპიფიზის სპეციალური სეკრეტორული უჯრედები — პინეალოციტები.

ეპიფიზში სინთეზირებული მელატონინი გადადის სისხლსა და ზურგის ტვინის სითხეში — ლიკვორში, რომლის გავლის შემდეგაც ჰიპოთალამუსში გროვდება. გარდა სისხლისა და ზურგის ტვინის სითხისა, მელატონინი აღმოჩენილია შარდში, ამნიონურ სითხესა და ნერწყვშიც.

მელატონინი გვხვდება მთლიან ცხოველურ სამყაროში. იგი გამოუმუშავდება როგორც მცენარეებს, ისევე უმარტივესებსაც.

სინთეზი და სეკრეცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის ორგანიზმში მელატონინი სინთეზირდება ამინომჟავა ტრიფტოფანისგან, რომელიც ნეირომედიატორის სეროტონინის სინთეზშიც მონაწილეობს, ხოლო იგი, ამავდროულად, ფერმენტი N-აცეტილტრანსფერაზის ზემოქმედების ქვეშ გარდაიქმნება მელატონინად. ითვლება, რომ მელატონინი სეროტონინის ინდოლური წარმონაქმნია და სინთეზირდება ღამით ორი ფერმენტის — N-აცეტილტრანსფერაზისა და ჰიდროქსიინდოლ-O-მეთილტრანსფერაზის ზემოქმედებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]