მეი სვენსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეი სვენსონი
დაბ. თარიღი 28 მაისი 1913(1913-05-28)[1] ან 1919[2]
დაბ. ადგილი Logan[2] [3] [4] [5]
გარდ. თარიღი 28 დეკემბერი 1989(1989-12-28) ან 4 დეკემბერი 1989(1989-12-04)[6]
გარდ. ადგილი Bethany Beach[7] [8] [9]
საქმიანობა პოეტი[2] [10] [11] , დრამატურგი, მწერალი[12] [13] [14] და ავტორი[15] [16]
ენა შვედური ენა[17] და ინგლისური ენა[1]
ეროვნება შვედური წარმოშობის ამერიკელი
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ[18] [11]
ალმა-მატერი იუტის შტატის უნივერსიტეტი[17]
Magnum opus A Cage of Spines[19]
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[20] , მაკართურის სტიპენდია[21] , ბოლინგენის პრემია[22] , Academy of American Poets Fellowship[23] და Shelley Memorial Award[24]

ანა ტილდა "მეი" სვენსონი (28 მაისი, 19134 დეკემბერი, 1989) — ამერიკელი პოეტი და დრამატურგი. ჰაროლდ ბლუმმა იგი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ორიგინალურ პოეტად მიიჩნია. [25] [26]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეი სვენსონი იყო მარგარეტ და დენ არტურ სვენსონების პირველი, უფროსი შვილი, ათშვილიან მორმონების ოჯახში, სადაც რეგულარულად საუბრობდნენ შვედურად, ხოლო მეორე ენად ინგლისურს იყენებდნენ. [27] მიუხედავად იმისა, რომ მის კონსერვატიულ ოჯახთან პრობლემები ჰქონდა განსხვავებული სქესობრივი ორიენტაციის გამო, ისინი მთელი ცხოვრება ახლოს იყვნენ. მისი მოგვიანებითი პოეტური ნაწარმოებების დიდი ნაწილი ბავშვებს მიეძღვნა (მაგალითად, კრებული „იკონოგრაფიები“, 1970). მან ასევე თარგმნა თანამედროვე შვედი პოეტების მოღვაწეობა, მათ შორისაა ნობელის პრემიის ლაურეატის, ტომაშ ტრანშტრამერის ლექსები. [28]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვენსონი ჩაირიცხა იუტას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალაქ ლოგანში, იუტას შტატში, რომელიც დაამთავრა 1934 წელს, ბაკალავრის ხარისხით. იგი ასწავლიდა პოეზიას როგორც ბრაიან მავრის კოლეჯში, ისე გრინსბოროს ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, რივერსაიდში, პურუდუს უნივერსიტეტში და იუტას სახელმწიფო უნივერსიტეტში. [29]იგი ასევე იყო ამერიკის პოეტთა აკადემიის კანცლერი 1980 წლიდან, 1989 წელს გარდაცვალებამდე.

1936 წელს მუშაობდა მამაკაცის, ვინმე „პლეთის“ დავალებით. ამავდოულად მისი პოემები გამოქვეყნებული უამრავ ჟურნალში, მათ შორის: „The Nation“, „The New Yorker“, „The Paris Review“.

1950-იანები მეი სვენსონის საუკეთესო წლების დასაწყისი იყო. ამ დროში მან მოიპოვა არაერთი ჯილდო: American Introductions-ის პრიზი (1955); ამერიკის მწერალთა საზოგადოების უილიამ როუზ ბენეტის პრიზი (1959); Longview Foundation-ის ჯილდო (1959); მისი განსაკუთრებით ცნობილი ნაწარმოებებია: „სხვა ცხოველი“ (1954), ხერხემლების გალია (რაინჰარტი, 1958) და „დროსთან შერწყმა:ახალი და გამორჩეული პოემები“ (შრაიბნერი, 1963);

წერის სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვენსონი ლექსებს „იკონოგრაფიის“ სტილში ქმნიდა. ამ ტექნიკით დაწერილი ლექსი პირველად გამოაქვეყნა 1970 წელს მის წიგნში „იკონოგრაფიები“. ამ ტიპის პოემებში იგი ტაეპებს შინაარსთან დაკავშირებული სურათის მსგავსად ალაგებდა, მაგალითად: მისი ნაწარმოები „ქვემოდან“, აღწერდა რობერტ კენედის სამხედრო დაკრძალვას და ტაეპებს დაკეცილი დროშის ფორმა ჰქონდათ მიცემული. სვენსონი ცნობილია ბუნებრივი ლანდშაფტის აღწერით და ხშირი გამოყენებით, რომელშიც ამავდროულად ურევდა რელიგიას და ფილოსოფიას.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეი სვენსონი გარდაიცვალა 1989 წლის 4 დეკემბერს, 76 წლის ასაკში, დელავარის შტატში. იგი დაკრძალულია ლოგანის ქალაქის სასაფლაოზე, მის საფლავზე გამოსახულია გრანიტის სკამი, რომელზეც გამოსახულია მისი რამდენიმე პოეზია. სიცოცხლის ბოლო ოცი წლის განმავლობაში ის ნიუ–იორკში, ზღვის პირას, კლდეზე ცხოვრობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „The United States In Literature“, გვ. 615, ილ., 1985

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1050.
  3. http://prezi.com/oss3-njwvepj/may-swenson-southbound-on-the-freeway/
  4. http://www.baseball-almanac.com/poetry/po_anal.shtml
  5. http://www.scribd.com/doc/88538493/Martin-Gardner-The-Last-Recreations-15
  6. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  7. http://news.hjnews.com/allaccess/article_41448f1e-ae30-11e2-8a48-001a4bcf887a.html
  8. http://news.hjnews.com/allaccess/national-radio-personality-noted-poet-part-of-may-swenson-centennial/article_41448f1e-ae30-11e2-8a48-001a4bcf887a.html
  9. http://www.poemhunter.com/may-swenson/
  10. http://www.nndb.com/people/505/000048361/
  11. 11.0 11.1 http://www.nytimes.com/1992/01/19/books/turned-back-to-the-wild-by-love.html
  12. http://memory.loc.gov/ammem/today/nov03.html
  13. http://spartacus-educational.com/USARfwp.htm
  14. http://www.pen.org/grants-and-awards/utah-state-university-press-may-swenson-poetry-award
  15. http://www.bookrags.com/essay-2003/12/9/15616/0045/
  16. http://www.enotes.com/homework-help/describe-how-women-should-pedestals-reflective-358489
  17. 17.0 17.1 https://www.poets.org/poetsorg/poet/may-swenson
  18. http://www.allmusic.com/artist/may-swenson-mn0001568271
  19. Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1051.
  20. http://www.gf.org/fellows/all-fellows/may-swenson/
  21. https://www.macfound.org/fellows/class/july-1987/
  22. http://bollingen.yale.edu/poet/may-swenson
  23. https://web.archive.org/web/20150315043417/https://poets.org/academy-american-poets/prizes/academy-american-poets-fellowship
  24. https://psa.fcny.org/psa/awards/frost_and_shelley/shelley_winners/
  25. Blood, Harold. "They have the numbers; we, the heights," Boston Review. Accessed February 15, 2012.
  26. https://www.nytimes.com/1989/12/05/obituaries/may-swenson-a-humorous-poet-of-cerebral-verse-is-dead-at-76.html
  27. Gould, Jean (1984) Modern American Women Poets. New York: Dodd, Mead & Company, გვ. 75. ISBN 0-396-08443-5. 
  28. May Swenson: A Poet's Life in Photos by R. R. Knudson & Suzzane Bigelow with a foreword by Richard Wilbur (Utah State University Press, 1996), ISBN 0-87421-218-9, p. 39.
  29. Poets.org - Poetry, Poems, Bios & More - May Swenson