მედეა (ევრიპიდე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მედეა
ავტორი ევრიპიდე
პერსონაჟები

მედეა

იასონი

ეგევსი

ძიძა

მედეას ორი შვილი
პრემიერა ძვ. წ. 431
პრემიერის ადგილი ათენი
ენა ძველი ბერძნული
ჟანრი ტრაგედია
მოქმედების ადგილი კორინთი

მედეა (ბერძ. Μήδεια , Mēdeia) 一 ძვ.წ. 431 წლით დათარიღებული ძველი ბერძნული პიესა, რომლის ავტორობასაც კლასიკურ ათენის ტრაგიკოსს, ევრიპიდეს მიაწერენ.[1] იგი საფუძვლად უდევს მითს არგონავტების შესახებ. სიუჟეტი მიუყვება მედეას, კოლხეთის სამეფოს მეფის, აიეტის ქალიშვილისა და მისი მეუღლის 一 იასონის თავს გადამხდარ ამბავს. მალე მედეა აღმოაჩნეს, რომ მის პოზიციას ბერძნულ საზოგადოებაში საფრთხე ემუქრება მას შემდეგ, რაც იასონი კორინთის მეფის, ეგევსის ასულს შეირთავს ცოლად. მედეა იასონზე შურს იძიებს 一 თავდაპირველად, ის იასონის ახალი სიყვარულის ობიექტს, შემდეგ ამ უკანასკნელის მამას და ბოლოს საკუთარ შვილებსაც კი გაწირავს, რის შემდეგაც ის გარბის ათენში ახალი ცხოვრების დასაწყებად.

საუკუნეების განმავლობაში, ევრიპიდეს ზემოხსენებული პიესა არაერთხელ ქცეულა განხილვის საგნად მრავალი დრამატურგისა თუ კრიტიკოსისთვის, მის ქმედებათა უმრავლესობის ინტერპრეტაცია კი არაერთ ჭრილში ვლიდნება, მათ შორის პოლიტიკურ, ფსიქოანალიტიკურ და ფემინისტურ ასპექტშიც კი. [2]

მედეამ, ევრიპიდეს სამ სხვა პიესასთან ერთად, მისსავე ავტორს ქალაქ დიონისიაში გამართულ შეჯიბრებაში მესამე ადგილი დაუმკვიდრა, მრავალი მიიჩნევს, რომ ეს საზოგადოების მიერ პიესის არასწორად ინტერპრეტირებით იყო გამოწვეული. [3]. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ წელს კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო. [3] ეს იმითაც აიხსნება, რომ სოფოკლე, რომელიც ამ ყოველწლიურ ტურნირზე ძირითადად იმარჯვებდა, ამჯერად არ გაუმართლა და მეორე ადგილი დაიმსახურა.[3] ეს ნაწარმოები დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებას მიეცა მანამ, სანაც რომის ავგუსტანურმა დრამამ ის კვლავ არ აღადგინა; კიდევ უფრო მოგვიანებით, XVI საუკუნეში, ის დასავლური კანონის განუყოფელ ნაწილდა იქცა, XX საუკუნეში კი ის სხვა ბერძნულ ტრაგედიებს შორის ყველაზე ხშირად შესრულებადი პიესა იყო.[4][5] განსაკუთრებით დიდი ინტერესი მან ქალთა მოძრაობაში გამოწივია, გასული საუკუნის ბოლოს. ეს ახსნილი იყო, როგორც მედეას ბრძოლისუნარიანობისა და მისი სიძლიერის გამოსახულება მამაკაცების მიერ დომინირებულ სამყაროში, როგორც საკუთარ ცხოვრებაზე პასუხილმგებლობა. [5] სპექტაკლმა დაიმსახურა American Theatre Wing's Tony Award-ის რეკორდული რაოდენობა იმ ქალ შემსრულებელთათვის, რომლებიც მთავარ როლს ირგებდნენ, მათ შორის გამოსარჩევია ჯუდით ანდერსონი (1948), ზოი კალდველი(1982) და დაიანა რიგი(1994).

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფონს მუხას პოსტერი სარა ბერნარის სპექტაკლისთვის, სახელწოდებით 一 მედეა. რენესანსის თეატრი, პარიზი, 1898.

არსებობს მითი „არგონავტების“ ბელად გმირ იაზონზე. ის ჩრდილოეთ საბერძნეთის ერთ-ერთი ქალაქის, იოლკის ტახტის მემკვიდრე იყო, მაგრამ ძალაუფლება მისმა უფროსმა ნათესავმა, ძლევამოსილმა პელიასმა იგდო ხელთ. ტახტის მოსაპოვებლად, იაზონს გმირობა უნდა ჩაედინა: გოლიათ მეგობრებთან ერთად, გემით „არგო“, უნდა მიეცურა საბერძნეთიდან აღმოსავლეთით მდებარე კოლხეთში და წამოეღო იქიდან სასწაულთმოქმედი ოქროს საწმისი, რომელიც კოლხთა სიამაყე იყო და უზარმაზარი გველეშაპი იცავდა. ამ მოგზაურობაზე მოგვიანებით აპოლონ როდოსელმა დაწერა პოემა „არგონავტიკა“.

კოლხეთში მეფობდა მზის შვილი, ძლევამოსილი აიეტი. მისი ქალიშვილი, გრძნეული მედეა, დაუახლოვდა იაზონს და გულითადად შეიყვარა იგი. მათ ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცეს და მედეამ იაზონს ჯადოსნური წამალი მისცა, რისი დახმარებითაც მან მოახერხა, გაეძლო საგმირო განსაცდელისთვის 一 ცეცხლოვანი ხარებით მოეხნა მიწა, დაემარცხებინა გრძნეული მეომრები, შემდეგ კი დაეძინებინა გველეშაპი, რომელიც ოქროს საწმისს იცავდა და სასურველი ნადავლი იგდო ხელთ. როდესაც „არგონავტებმა“ ძვირფასი განძი მოიპოვეს და კოლხეთიდან თავიანთი სამშობლოსკენ დაიძრნენ, მედეამ, ჭაბუკი ბერძენის სიყვარულით დაბრმავებულმა, მოკლა საკუთარი ძმა და მისი სხეულის ნაწილები ნაპირზე მიმოყალა. კოლხები, რომლებიც მათ მისდევდნენ, შეყოვნდნენ, რათ უფლკისწული დაეკრძალათ და არგონავტები ხელიდან დაუსხლტათ. როდესაც ისინი ქალაქ იოლკში დაბრუნდნენ, მედეამ, იაზონი პელიასის მზაკვრობისგან რომ დაეცვა, მეფის ასულებს შესთავაზა, მოეკლათ მამა და აღუთქვა, რომ ახალგაზრდად აღადგენდა მას მკვდრეთით. მათ მამა ნაწილებად დაჭრეს, მაგრამ მედეამ უარი თქვა, შეესრულებინა დანაპირები და მამის მკვლელი ქალიშვილები იძულებულნი გახდნენ, ქვეყნიდან გაქცევით ეშველათ თავისთვის. მიუხედავად მედეას ასეთი მცდელობისა, იაზონმა იოლკის ტახტი მაინც ვერ მოიპოვა: ხალხი უცხო ქვეყნიდან მოსული გრძნეული ქალის წინააღმდეგ აჯანყდა და იაზონი იძულებული გახდა, მედეასა და ორ პატარა შვილთან ერთად, კორინთოში ეპოვა თავშესაფარი. კორინთოს მოხუცმა მეფემ იაზონს შესთავაზა, ცოლად შეერთო მისი ასული და მეფობა აღუთქვა იმ შემთხვევაში, თუ გრძნეულ მედეას გაშორდებოდა. იაზონმა წინადადება მიიღო, რადგან, შეიძლება, უკვე თავადაც ეშინოდა ამ ქალის. მან ქორწილი გადაიხადა. მედეას კი კორინთოს მეფემ უბრძანა, სასწრაფოდ დაეტოვებინა სამეფო. ჰელიოსის ნაჩუქარი ეტლით, რომელშიც დრაკონები იყვნენ შებმულნი, ქალმა მოახერხა ათენში მიმალვა. თავის შვილებს კი სთხოვა, გადაეცათ დედინაცვლისთვის საქორწინო საჩუქარი 一 ძვირფასი სამოსელი და ოქროს გვირგვინი, რომელიც ცეცხლოვანი შხამით იყო გაჯერებული. როდესაც ბავშვებმა ძღვენი გასცეს ახალგაზრდა დედოფალს, მან მაშინვე მოსინჯა ისინი და ცეცხლის ალში გაეხვია. იგივე დაემართა მის საშველად მისულ მამასაც და სრულიად სამეფო კარს.

ბავშვები თავის გადასარჩენად ტაძარში შეცვივდნენ, მაგრამ აღშფოთებულმა კორინთელებმა ისინი ქვებით ჩაქოლეს. ხოლო, რა მოუვიდა იაზონს, ამის შესახებ არავინ იცის.

კორინთელებს უჭირდათ ბავშვების მკვლელის სახელით უღირსი ცხოვრება. ამიტომ, როგორც გადმოცემა გვეუბნება, მათ სთხოვეს ბერძენ პოეტს 一 ევრიპიდეს, თავის ტრაგედიაში ეჩვენებინა, რომ კორინთელებს კი არ მოუკლავთ მედეას შვილები, არამედ საკუთარმა დედამ გამოასალმა ისინი სიცოცხლეს. ამ საშინელების დაჯერება ძალიან ძნელია, მაგრამ, ევრიპიდემ, თავისი ოსტატობის წყალობით, მოახერხა, მკითხველი დაერწმუნებინა იმაში, რაც თავის ტრაგედიაში დაწერა.

„ნეტავ აროდეს არ მისდგომოდა არგოს ხომალდი კოლხეთის ნაპირს“ 一 ნაწარმოები ასე იწყება. ამ სიტყვებს მედეას მოხუცი ძიძა ამბობს. მისმა ქალბატონმა ეს-ესაა შეიტყო, რომ იაზონი მეფის ქალიშვილზე ქორწინდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის, რომ მეფე სთხოვს, სასწრაფოდ დატოვოს კორინთო. სცენის მიღმა მედეას გოდება ისმის. ის წყევლის იაზონს, შვილებს და საკუთარ თავს. ძიძა მოხუც გამზრდელს ეუბნება, თვალი არ მოაშოროს ბავშვებს, რადგან მედეას გამოხედვაში მან რაღაც საშინელი განზრახვა ამოიკითხა. კორინთელი ქალების გუნდი შეშფოთებულია: ხომ არ მოასწავებს მედეას მოქმედება უარეს მომავალს.“უსაზღვროა მეფეთა სიამაყე და საზარლობა, უმჯობესია ზომიერება და მშვიდობა“.

მოთქმა-გოდება აღარ არის, მედეა გუნდთან გამოდის და მტკიცედ და მკაცრად ამბობს: „ქმარი ჩემთვის ყველაფერი იყო, ახლა კი სულ მარტო დავრჩი. რა სამწუხაროა ქალის ხვედრი. მასზე საცოდავს ვერაფერს ნახავ 一 ჯერ არის და ქმარს ყიდულობ ფულით, შემდეგ კი ბატონად მოგევლინება“. „ამბობენ, ქალი შინ ზისო მშვიდად, როცა ქმრები ბრძოლის ველზე მიდიან. რა სიბრიყვეა! ერთხელ დედობა არ სჭარბობს სამგზის ომში შესვლასა?“ ამ დროს მასთან მოდის კორინთოს მოხუცი მეფე კრეონტი და ყველას თვალწინ მედეას უბრძანებს, სასწრაფოდ დატოვოს სამეფო, რადგან, ეშინია, მეფის ასულს არ შეამთხვიოს რამე. „რა საშინელია, იცოდე სხვებზე მეტი, აქედან მოდის შური და სიძულვილი, 一 ამბობს მედეა, 一 მომეცი თუნდაც ერთი დღე, რომ გადავწყვიტო, სად წავიდე“. მეფე ერთ დღეს აძლევს მოსაფიქრებლად. როდესაც კრეონტი მიდის, გრძნეული ქალი თავისთვის ამბობს: „არ ვიცი, სად წავალ, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ თქვენ ყველას მკვდრებს დაგტოვებთ!“ ვის 一 თქვენ? გუნდი საყოველთაო უსამართლობაზე მღერის: „მდინარეებმა აღმა ქნეს პირი , სიმარტლის ძალა გაქარწყლებულია, უპირო მამაკაცები, ღვთისმოსაობა გამქრალა სრულად“.

შემოდის იაზონი. იწყება კამათი. „მე დაგიცავი ცეცხლოვანი ხარებისგან, გველეშაპისგან, პელიასისგან. სად გაქრა ის იაზონი, სიყვარულს რომ მეფიცებოდა? სად მაქვს წასასვლელი? კოლხეთში შენს გამო ძმა მოვკალი, იოლკში 一 პელიასი, შენი მეგობრები მტრად გამიხდნენ. ზევსო, რა სამწუხაროა, რომ ხალხს შეუძლია ამოიცნოს ყალბი ოქრო და არ ძალუძს, შეიცნოს ყალბი ადამიანი!“. იაზონი კი განრისხებულ ქალს პასუხობს: „მე სიყვარულმა მიშველა, რომელიც შენ გმართავდა და არა შენ მართავდი. ამ დახმარებისთვის უკვე საკმაო გადაგიხადე, ველური კოლხეთიდან საბერძნეთში წამოგიყვანე, სადაც ყველა ბერძენად გსახავს, შორს გავარდნილა შენი სახელი! ახალ ქორწინებაზე კი, შენგან გაჩენილი, ჩემი შვილების გამო დავთანხმდი, გაჭირვებაში რომ არ ეცხოვრათ, ჩემს ახალ სახლში ისინი უთუოდ ბედნიერნი იქნებიან“. 一 „რა აზრი აქვს ბედნიერებას, რომელიც ესოდენ დიდი წყენის საფასურად არის მოპოვებული“, 一 ამბობს მედეა. „რა იქნებოდა ბავშვთა გაჩენა გამოეგონათ რაღაც სხვა წესით 一 ისე, რომ ქალი არ გარეოდა სულაც ამ საქმეს. მაშინ კაცები გადავრჩებოდით, ვინ იცის, რამდენ დავიდარაბას“. 一 ამ სიტყვებით იაზონი მედეას შორდება.

მედეა უთუოდ გააკეთებს თავის საქმეს, მაგრამ სად უნდა წავიდეს ამის შემდეგ? აქ კი ათენის ახალგაზრდა მეფე, ეგეოსი ჩნდება, რომელიც დაქორწინებულია, მაგრამ არ ჰყავს შვილები. იგი მკითხავთან იყო, თავისი უშვილობის მიზეზის დასადგენად, მაგრამ მან გაურკვევლად უპასუხა. „შენ გეყოლება შვილები, თუ თავშესაფარს მომცემ შენს ქვეყანაში“ 一 ეუბნება მას მედეა. გრძნეულმა ქალმა იცის, რომ ეგეოსს გაუჩნდება შვილი, გმირი თეზევსი, იცის, რომ სწორედ იგი განდევნის მასათენიდან, იცის, რომ შემდეგ ეგეოსიც თავისი შვილის გამო მოკვდება, მაგრამ დუმს. „დაე, მოვკვდე, თუ ვინმეს ნება დავრთო, ათენიდან გაგაძევოს“, 一 ეუბნება მას ეგეოსი. ახლა მედეას მეტი არაფერი სჭირდება. ეგეოსს ვაჟიშვილი გაუჩნდება, იაზონს კი აღარ ეყოლება შვილები, არც ახალი ცოლისგან და აღარც ემდეასგან. ის ძირფესვიანად აღმოფხვრის იაზონის ჯიშს. დაე, შეძრწუნდნენ შთამომავალნი! გუნდი ათენის სადიდებელ სიმღერას მღერის.

მედეამ გაიხსენა წარსული, განსაზღვრა მომავალი, ახლა მან აწმყო უნდა მოიწესრიგოს. პირველ რიგში, ქმარი უნდა ნახოს. ის თავისთან იხმობს იაზონს, პატიებას სთხოვს და ეუბნება, რომ გონებით ვერ განჭვრიტა ყოველივე, რომ გულისთქმას აჰყვა. შემდეგ იაზონს ეუბნება, რომ სურს, მის ახალ ცოლს ფასდაუდებელი ძღვენი მიართვას. ოქროქსოვილი სამოსი და ოქროს გვირგვინი, რომელიც მისთვის ჰელიოსს უჩუქებია.

იაზონი სიხარულით თანხმდება. მედეას გული ეკუმშება, მაგრამ ის თავს უფლებას არ აძლევს, შეიბრალოს მოღალატე ქმარი და მისი ახალგაზრდა ცოლი. გუნდი მღერის, რომ რაღაც მოხდება. ახლა მედეამ შვილებზე უნდა იფიქროს. მათ უკვე მიუტანეს საჩუქრები დედოფალს და დაბრუნდნენ. მედეა მათ გაღიმებულ სახეებს შესცქერის და ტირის: „მე გაგაჩნეთ, გაგზარდეთ, მოგიარეტ, ნუთუ უკანასკნელად ვხედავ თქვენს ღიმილს? ძვირფას ხელებს, საყვარელ ტუჩებს, სახეს, ნუთუ მე არ დავინდობ მათ? მამამ მოგტაცათ ბედნიერება, მამა გაშორებთ დედათქვენს. თუ შეგიბრალებთ, მტრები დაგცინებენ, ეს კი არ მოხდება, რამეთუ სიამაყე, რომელიც მმართავს, ჩემზე ძლიერია“.

მედეა კლავს საკუთარ შვილს,.

ამ დროს მოდის შიკრიკი 一 „თავს უშველე მედეა, მეფეც და მისი ასულიც შენი საწამლავით გამოეთხოვნენ სიცოცხლეს“. მედეა ბედნიერია. ის სთხოვს მაცნეს, დაწვრილებით უამბოს ყველაფერი. „ბავშვები სასახლეში მივიდნენ, ყველამ კეთილად მიიღო ისინი. მეფის ასულმა დიდი სიხარულით გამოართვა ძღვენი, იაზონმა მას სთხოვა, კარგი დედინაცვალი ყოფილიყო პატარებისთვის. ისიც დაჰპირდა ქმარს, რომ თხოვნას შეუსრულებდა, ჩაიცვა მედეას გამოგზავნილი ძვირფასი სამოსელი და თავს იწონებდა სარკის წინ. უცებ მკვდრის ფერი დაედო, ფეხები მოეკვეთა, ტუჩებზე ნერწყვი მოადგა და ცეცხლის ალში გაეხვია. სახეზე სისხლი ჩამოსდიოდა, ისეთი საშინელი სანახავი გახდა, რომ მშობელმ მამასაც კი გაუჭირდა მისი ცნობა.

მოხუცი მეფე გამწარებული მივარდა ქალიშვილს, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო, შვილის ცხედარზე დამხობილმა, ადგომა რომ სცადა, იგრძნო, ისე მიკვროდა მას, „ვით დაფნას სურო“. რაც მეტად ცდილობდა ადგომას, „ხორცი ძვალთაგან მეტად ეცილებოდა“. მეფე თავადაც დააკვდა გარდაცვლილ შვილს!“ 一 ამ სიტყვებით ამთავრებს შიკრიკი ამბის მოყოლას.

უკან დასახევი ყველა გზა მოჭრილია. თუ მედეა არ მოკლავს საკუთარ შვილებს, მაშინ კორინთელები გააკეთებენ ამას. „ნუ აყოვნებ, გულო, მხოლოდ მხდალი ყოყმანობს, ახლა გრძნობებს აყოლის დრო არ არის, მოგონებებს არ უნდა მივეცე, დღეს მათი დედა არ ვარ, ტირილისთვის კი ხვალაც მექნება საკმაო დრო“. მედეა სცენიდან გადის, შეძრწუნებული გუნდი ზევსს ევედრება, შეაჩეროს ეს ქალი, არ მისცეს ნება, დახოცოს საკუთარი შვილები. ამ დროს მედეას მედეას ბავშვების სასოწარკვეთილი ხმა ისმის და ყველაფერი მთავრდება.

უცებ სცენაზე ჩნდება იაზონი, რომელიც მედეას ეძებს. „სად არის, მიწაზე, ჯოჯოხეთში თუ ზეცაში? ჩემთვის სულერთია, რა მოუვა მას, მთავარია ბავშვებს ვუშველო“, 一 ყვირის შეშფოთებული იაზონი. „უკვე ძალიან გვიანაა, იაზონ!“ 一 ეუბნება მას გუნდი. ამ დროს იღება კარი და ჰელიოსის ნაჩუქარი ეტლით მოდის მედეა, რომელსაც ბავშვების ცხედრები უპყრია ხელთ. „შენ ძუ ლომი ხარ და არა ქალი, 一 უყვირის მას იაზონი 一 შენ ხარ დემონი, რომლის საშუალებითაც ბოლო მომიღეს ღმერთებმა“.

一 „მიწოდე რაც გინდა, მთავარია, სამუდამო ჭრილობა მივაყენე შენს გულს!“

一 „ამით ხომ თვითონ შენც იტანჯები?“

一 „სწორია, მაგრამ დარდს ის მიქარვებს, შენ რომ არ გხედავ გულმხიარულსა“

一 „როგორ შეგეძლო მათი მოკვლა?“

一 „ისინი ჩემმა ხელებმა კიარა, შენმა ცოდვებმა გამოასალმეს სიცოცხლეს“

一 „წყეულიმც იყავ, დაე ღმერთებმა საშინლად დაგსაჯონ ამისთვის!“

一 „ღმერთები ორპირებსა და ფიცის გამტეხებს არად აგდებენ!“ 一 მედეა უჩინარდება, იაზონი ზევსს იხმობს თავისი უბედურების მოწმედ. გუნდი კი შემდეგი სიტყვებით ამთავრებს ტრაგედუიას: „დიადო ზევსო, ოლიმპს მჯდომარევ, მრავალ ფუჭ იმედს აღუძრავ მოკვდავთ, და ის არ ხდება, რასაც მოელი. სულ ახალს რასმე ამხილებს იგი მაღალ განგების შესაფერისად, როცა საქმეზე მიდგება ჯერი“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. В. Н. Ярхо. Еврипид. ციტირების თარიღი: 2020-11-09.
  2. Macintosh, Fiona; Kenward, Claire; Wrobel, Tom (2016) Medea, a performance history. Oxford: APGRD. 
  3. 3.0 3.1 3.2 Euripides (2001). "Medea", in Euripides I, David Kovacs (ed. & tr.), Cambridge, MA; London, England: Loeb Classical Library, Harvard University Press, გვ. 277. ISBN 9780674995604. 
  4. Helene P. Foley. Reimagining Greek Tragedy on the American Stage. University of California Press, 2012. Р. 190.
  5. 5.0 5.1 Helene P. Foley. Reimagining Greek Tragedy on the American Stage. University of California Press, 1 Sep 2012, p. 190