მედეა გონგლიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მედეა სიმონის ასული გონგლიაშვილი (დ. 10 იანვარი, 1933, თბილისი — გ. 23 თებერვალი, 2012, იქვე) — ქართველი პიანისტი, ესტრადის კონცერტმაისტერი. საქართველოს სახელმწიფო არტისტი (1984).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951 წელს დაამთავრა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელმწიფო ცენტრალური სამუსიკო სკოლა. 1956 წელს — თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტი (გეოფიზიკოსის სპეციალობით). 1956–1968 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზიკის კათედრაზე. პარალელურად, როგორც პიანისტი, უკრავდა ამავე ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში (ხელმძღვ. ი. ტუღუში ). 1961 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა საესტრადო მომღერალთან კონცერტმაისტერად. 1968 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის კონცერტმაისტერია. ძირითადად მუშაობდა ნანი ბრეგვაძესთან. მასთან ერთად საგასტროლოდ იმოგზაურა სსრკ ქალაქებში და საზღვარგარეთ. მისი შესრულება გამოირჩევა მაღალი პროფესონალური კულტურით, რბილი, ფაქიზი ჟღერადობით, ნაწარმოების არსში ღრმა წვდომით, მომღერალთან სანიმუშო თანახმიერებით. ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მოსკოვის VI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (1957).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]