მდინარის ვარდნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდინარის ვარდნა — წყლის ზედაპირის აბსოლუტურ სიმაღლეთა სხვაობა მდინარის სათავესა და შესართავს ან მისი რომელიმე მონაკვეთის ბოლოებს შორის. მდინარის ვარდნის შეფარდება შესაბამისი მონაკვეთის კალაპოტის სიგრძესთან არის მდინარის დახრილობა და და გამოიხატება %-ებით.

მდინარის ვარდნის დასახასიათებლად ანგარიშობენ ვარდნას კალაპოტის 1 კმ-ზე. ვაკის მდინარის 1 კმ-ზე ვარდნა უდრის რამდენიმე სმ (მაგ., მდინარე დონის ვარდნა 10,2 სმ), ხოლო მთის მდინარის - რამდენიმე მეტრი (მაგ., მდინარე ბზიფის ვარდნა 21 მ).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]