შინაარსზე გადასვლა

მდინარე მისტიკი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მდინარე მისტიკი“
დამდგმელი რეჟისორი კლინტ ისტვუდი
პროდიუსერი კლინტ ისტვუდი
სცენარის ავტორი ბრაიან ჰელგელანდი
ნაწარმოები მდინარე მისტიკი
— დენის ლეჰანი
როლებში შონ პენი
ტიმ რობინსი
მუსიკა კლინტ ისტვუდი
ოპერატორი ტომ სტერნი
მონტაჟი ჯოელ კოქსი
სტუდია

Village Roadshow Pictures

Malpaso Productions
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 15 ოქტომბერი, 2003
ხანგრძლივობა 137 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $30 000 000
შემოსავალი $156 822 020

მდინარე მისტიკი (ინგლ. Mystic River) — კლინტ ისტვუდის 2003 წლის დრამატული ფილმი. ფილმი დაფუძნებულია ამავე სახელწოდების ნოველაზე. ფილმს წარმატება ხვდა წილად, მან კრიტიკოსთა მოწონება და ოსკარის ექვსი ნომინაცია დაიმსახურა.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ბოსტონში, ირლანდიურ უბანში მცხოვრები ჯიმი, დეივი და შონი ბავშვობის მეგობრები არიან. დეივი სახლში შუაღამით, სისხლიანი ხელებით ბრუნდება. სასტიკი მკველობით ჯიმის ქალიშვილი, კეიტია ნაცემი და მოკლული. ჯიმი გამოსწორებული დამნაშავეა. საქმეს გამომძიებელი შონი და სერჟანტი უიტი პაუერსი იძიებენ. მკვლელობის შემდეგ ბავშვობის მეგობრები კვლავ ერთმანეთს უკავშირდებიან. დეივი საკუთარ ცოლს, სელესტს, უყვება ბავშვობაში როგორ გაიტაცეს და რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ, რამაც მის მთელ ცხოვრებაზე გავლენა მოახდინა. პოლიციას ეჭვი უჩნდება დეივის მიმართ. ჯიმი დასახმარებლად მიმართავს ნათესავებს, ძმებ სევიჯებს, რათა დამოუკიდებლად გამოიძიონ მომხდარი. ჯიმისაც ეჭვი დეივზე მიაქვს. ის დეივს მკვლელობის აღიარებას სთხოვს, თუმცა დეივი ამტკიცებს, რომ მან მოკლა სხვა ადამიანი, მეძავ ბავშვზე მოძალადე. მკვლელობა ჩაიდინეს რეი ჰარისმა და მისმა მეგობარმა ჯონმა. რეის ძმა ბრენდანი კეიტის შეყვარებული იყო. დამნაშავეების პოლიცია აპატიმრებს. შონი ჯიმის დეივის შესახებ ეკითხება. ჯიმიმ კი მანამდე დეივი მოკლა და მისი გვამი მდინარე მისტიკში ჩააგდო.

ოსკარი

ოქროს გლობუსი

სეზარი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]