მგლინავასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მგლინავასებრნი
Certhia-americana-001.jpg
Certhia americana
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  მგლინავასებრნი
ლათინური სახელი
Certhiidae

მგლინავასებრნი (ლათ. Certhiidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. აერთიანებს 2 გვარს: მგლინავებსა (ლათ. Certhia) და კლდეცოციებს (ლათ. Tichodroma). გავრცელებულია ევროპის, აზიის (სამხრეთით ჰიმალაის მთებამდე), ჩრდილო-დასავლეთ აფრიკისა და ამერიკის ტყეებში. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: ჩვეულებრივი მგლინავა (ლათ. Certhia familiaris) და მოკლეთითა ანუ ბაღის მგლინავა (ლათ. Certhia brachydactyla). ბუდეს იკეთებენ ხის ბზარებსა და ქერქში. დედალი 4-7 კვერცხს დებს, 2 კვირას კრუხობს. მგლინავასებრნი ობობებითა და მწერებით იკვებებიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]