მაჰირ მუსტაფაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაჰირ მუსტაფაევი
დაბადების თარიღი 25 ნოემბერი, 1968
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1990
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დაკრძალულია შეჰიდთა ხეივანი
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ

მაჰირ მუსტაფაევი (აზერ. Mahir Mustafayev, სრული სახელი:Mahir Vaqif oğlu Mustafayev; დ. 25 ნოემბერი 1968, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ — გ. 20 იანვარი 1990, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — ბაქოს შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1968 წლის 25 ნოემბერს ბაქოში.[2] ჯერ დაამთავრა 45-ე საშუალო სკოლა, შემდეგ ავტომობილის მართვის კურსები, მუშაობდა მე-2 საავტობუსე პარკში მძღოლად.[3]

19 იანვრის ღამეს დაჭრილები თავის სატვირთო მანქანით გადაჰყავდა. ჯერ ერთ მეგობარ ალბალასთან ერთად, შემდეგ კი მეორე მეგობარ ალექსანდრე კარიმოვთან ერთად.[1] XI წითელი არმიის მოედანზე მაჰირი რამდენიმე საათის შემდეგ დაიღუპა, ალექსანდრე კი 5 თებერვალს. ორივე მეგობარი შეჰიდთა ხეივანშია დაკრძალული.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]