მაჰალანგურ-ჰიმალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაჰალანგურ-ჰიმალი
ევერესტი
ევერესტი
კოორდინატები: 27°55′ ჩ. გ. 86°45′ ა. გ. / 27.917° ჩ. გ. 86.750° ა. გ. / 27.917; 86.750
ქვეყანა ნეპალის დროშა ნეპალი
ჩინეთის დროშა ჩინეთი
უმაღლესი წერტილი ევერესტი
სიმაღლე 8848 
ფართობი 5200 კმ²
სიგრძე 80 კმ
სიგანე 65 კმ
მაჰალანგურ-ჰიმალი — ნეპალი
მაჰალანგურ-ჰიმალი

მაჰალანგურ-ჰიმალი (ნეპ. महालङ्गूर हिमाल​) — დედამიწის უმაღლესი მთათა სისტემა, ჰიმალაიში. ვრცელდება ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე. გადაჭიმულია ნანგპა-ლას უღელტეხილიდან მდინარე არუნის ხეობამდე 80 კმ სიგრძეზე, სიგანე 65 კმ. ფართობი 5200 კმ². მის შემადგენლობაშია რვაათასიანი მწვერვალები: ევერესტი (8848 მ), ლჰოძე (8516 მ), მაკალუ (8481 მ) და ჩო-ოიუი (8201 მ). ჩინეთის მხარეზე ეშვება მყინვარები რონგბუკი და კანგშუნგი, ხოლო ნეპალის მხარეზე — ბარუნი, ქუმბუ და სხვა. მაჰალანგურ-ჰიმალი იყოფა 3 ნაწილად: მაკალუ, ბარუნ-ჰიმალი და ქუმბუ-ჰიმალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]