მახსოვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მახსოვარი, ერთგვარი მოწმე ძველ საქართველოში — სასამართლოსთვის საინტერესო ხანდაზმული ფაქტის მომსწრე პირი, „ძველი საქმის მცოდნე“ და „თანამეჟამე“. მახსოვარი წყაროებში ზოგჯერ მოხუცებულად, „უფროს კაცად“ ან „მახსოვარ კაცად“ იწოდება და მოწმის გვერდით იხსენიება. მახსოვრის ჩვენების საფუძველზე სადავო საქმე ფიცის გარეშე შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის 206-ე მუხლის თანახმად, უკეთუ „მამულისა თუ რასაც ფერის განაჩენი“ სადავო გახდება და „მაჴსოვარი აღარ ცოცხალ იყოს“, საქმე ფიცით წყდება, ხოლო როდესაც მოდავე მხარეს „მაჴსოვარი ეშოების და სწორე შეიტყობის“. დოკუმენტებში „სოფლების უფროსნი და მაჴსოვარნი კაცნი“, როგორც წესი, მრავლობითად იხსენიება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]