მახიარეთის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მახიარეთის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მახიარეთში. აგებულია გვიან შუა საკუნეებში.

ეკლესია სოფლიდან სამხრეთით 3 კმ-ზე მდებარეობს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვა. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია ფიქალით.

ეკლესიიდან შემორჩენილია დასავლეთი და ჩრდილოეთი კედელი, დასავლეთი კედლის სიმაღლე 4-5 მეტრს აღწევს, ჩრდილოეთისა კი 1 მეტრს. ამ კედელზე შემორჩენილია პილასტრის ქვედა ნაწილი. დასავლეთ შესასვლელი გარედან არქიტრავულია - შიგნით თაღოვანი. თაღი შირიმის ქვისაა. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლები მიწამდეა დასული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 126-127