მახატლისძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მახატლისძენისაქართველოს დიდგვარიან ფეოდალთა საგვარეულო XI-XIII საუკუნეებში. კამბეჩანის (დაახლოებით გვიანდელი ქიზიყი) ცენტრის — ხორნაბუჯის პატრონები. სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვაგვარად არიან მოხსენიებული: კოლონკელისძენი (XII ს.) — მახატლისძენი (XII საუკუნის ბოლო) — ხორნაბუჯელი (XIII ს.). XI-XII საუკუნეებში ამ საგვარეულოს ხელში იყო ჰერეთის ერისთავობა. მატიანეში მახატლისძენი მოხსენიებული არიან თამარის კარზე დაწინაურებულ კახეთ-ჰერეთის საგვარეულოთა შორის. XIII საუკუნეში ხორნაბუჯი საერისთავო ქვეყნიდან მახატლისძენთა მამულად იქცა, რის გამოც საგვარეულომაც ხორნაბუჯელთა სახელი მიიღო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2-3, თბ., 1965-1966;
  • შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 6, გვ. 519, თბ., 1983