მაჭახელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მაჭახელი.

მაჭახელა — ისტორიულ მაჭახელის ხეობაში დამზადებული კაჟიანი თოფის, დამბაჩის სახელწოდება. საქართველოში ცნობილია XVIII საუკუნის II ნახევრიდან. XIX საუკუნეში სხვადასხვა სახი მაჭახელა მზადდებოდა, მათ შორის საუკეთესო იყო ლულახრახნიანი, მოსევადებული. მაჭახელის დასამზადებელი დაზგა დაცულია აჭარის სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]