მაჩხაანი
იერსახე
მაჩხაანი — ისტორიული ქიზიყის სოფლების — ზემო მაჩხაანისა (ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) და ქვემო მაჩხაანისა (ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი) ძველი საერთო სახელწოდება.
გადმოცემით სოფლის სახელი მომდინარეობს თბილისის დასავლეთით მდებარე სოფელ მაჩხანიდან (შემორჩენილია ადრეული შუა საუკუნეების ეკლესია და ნასოფლარი). ძნელბედობის დროს აქედან მოსახლეობა კახეთში გადასახლებულა და დაუარსებია ორი სოფელი — ქვემო მაჩხაანი და ზემო მაჩხაანი.[1] იოანე ბატონიშვილი თავის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ იხსენიებს 2 სოფელ მაჩხაანს (სავარაუდოდ, ზემო და ქვემო მაჩხაანი).[2]