მაჩიტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაჩიტა
Campanula patula
Campanula patula
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Asterales
ოჯახი:  მაჩიტასებრნი
გვარი:  მაჩიტა
ლათინური სახელი
Campanula

მაჩიტა (ლათ. Campanula) — მცენარეთა გვარი მაჩიტასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ორ- ან ერთწლოვანი ბალახებია.

300-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი ჰავის ზონაში, ნაწილობრივ არქტიკაში, უმთავრესად კი ევრაზიის დასავლეთ ნაწილის მთებში. ყოფილ სსრკ-ში გავრცელებული იყო 150-ზე მეტი სახეობა. კავკასია 8-ს სახეობრივი განვითარების უმნიშვნელოვანესი კერაა, 110-მდე სახეობიდან 76 ენდემურია.

საქართველოში იზრდება 67 სახეობა, მათგან 24 საქართველოს ენდემია. სახეობათა დიდი ნაწილი რელიქტურია. მნიშვნელოვანი რელიქტური ენდემებია. საოცარი მაჩიტა (ლათ. Campanula mirabilis), პარადოქსული მაჩიტა (ლათ. Campanula paradoxa), ენგურის მაჩიტა (ლათ. Campanula engurensis), კახური მაჩიტა (ლათ. Campanula kachetica), ხარაძის მაჩიტა (ლათ. Campanula charadzeae) და სხვა სახეობები. მაჩიტა კავკასიასა და საქართველოში იზრდება ალპურ ხალებსა და მდელოებზე, სუბალპურ მაღალბალახეულობაში, ბუჩქნარებსა და ტყეებში, მცირე რაოდენობით — მთის შუა სარტყლის კლდეებსა და ქვიან ფერდობებზე, თითო-ოროლა სახეობა ბარშიც იშვიათი არაა.

მაჩიტას ბევრი სახეობა დეკორატიულია, ხშირად იყენებენ ალპინარიუმებისათვის, ზოგი ხალხურ მედიცინაში იხმარება, რამდენიმე კი სარეველაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]