მაღლაბზიანთ წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაღლაბზიანთ წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამაროვანი გადახურვა, მთლიანადაა დანგრეული დასავლეთ კედელი და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილი, მონგრეულია აღმოსავლეთ კედლის ზედა ნაწილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში იყო მოწყობილი. აღმოსავლეთით, ნალისებრი ფორმის აფსიდის ღერძზე გარეთკენ ოდნავ შევიწროებული თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ინეტრიერში, აფსიდის სარკმლის თაღზე, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. გარედან აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია ორსაფეხურიანი ლავგარდნის ნაწილი, რომელიც შედგენილია კედლიდან შვერილი და ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებით დაცილებული ოთხწახნაგა ფორმის მოგრძო ქვებისგან და მათზე ერთ რიგად დალაგებული თხელი ქვებისგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]