მატლიჭამიასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატლიჭამიასებრნი

ნიღბოსანი ღაჟოსებრი მატლიჭამია (Coracina novaehollandiae)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Campephagidae (Vigors, 1825)

მატლიჭამიასებრნი[1] (ლათ. Campephagidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 13–36 სმ. ნისკარტი საფუძველთან ფართოა და გარშემხვეულია უხეში ჯაგრით, წვეტზე კაუჭი აქვს. ფეხები მოკლე და სუსტია. ბოლო მომრგვალებული და საფეხუროვანი. ფრთები მახვილი. შებუმბვლა ხშირად რუხია, ზოგიერთი სახეობისათვის წითელი ან ყვითელი. სხვადასხვა წყაროებით აერთიანებს 6–11 გვარის 92-მდე სახეობას. უმთავრესად გავრცელებული არიან აზიის, ავსტრალიისა და აფრიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ძირითადად მეხეური ფრინველებია, უპირატესობას გამეჩხერებულ კორომებს ანიჭებენ; 1 სახეობა უდაბნოში ცხოვრობს. ბუდეს ხეზე აკეთებენ; დედალი დებს 2–5 კვერცხს. იკვებებიან მწერებით, რომლებსაც ჰაერში იჭერენ ან აგროვებენ ხეებზე, იშვიათად მიწაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. cuckooshrikes — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.