მარლენ ხუციევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარლენ ხუციევი

მარლენ ხუციევი
დაბადების თარიღი 4 ოქტომბერი, 1925
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 19 მარტი, 2019 (93 წლის)[1]
მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია
პროფესია კინორეჟისორი
სცენარისტი
მშობლები მამა: მარტინ ხუციშვილი (1900–1937)
დედა: ნინა უთენელიშვილი (1905–1957)

მარლენ ხუციევი (რუს. Хуциев, Марлен Мартынович; დ. 4 ოქტომბერი, 1925, თბილისი — გ. 19 მარტი, 2019, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) — ქართული წარმოშობის საბჭოთა და რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი. სსრკ სახალხო არტისტი (1986). პროფესორი.

1950 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ი. სავჩენკოს სახელოსნო). ხუციევმა ფელიქს მირონერთან ერთად გადაიღო სადიპლომო ფილმი „ქალაქთმშენებლები“, შემდეგ კი — „გაზაფხული ზარეჩნაიას ქუჩაზე“, რომელსაც მიენიჭა ბრინჯაოს მედალი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალზე 1967 წელს. სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია: „ორი თედორე“ (1958), „მე ოცი წლისა ვარ“ (1964), „ივლისის წვიმა“ (1966), „ბოლოსიტყვაობა“ (1983). 1970 წელს გადაიღო მხატვრული ტელეფილმი „მაისის თვე იყო“, რომელსაც მიენიჭა პრემია პრაღის ტელეფილმების VII საერთაშორისო კინოფესტივალზე. მისმა ფილმმა „მე ოცი წლისა ვარ“ მიიღო პრიზები ვენეციისა და რომის საერთაშორისო კინოფესტივალებზე 1965 წელს.

2019 წლის მარტში, ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, გარდაიცვალა 94 წლის ასაკში.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Зоркая Н., Марлен Хуциев, в её кн.: Портреты, М., 1965.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ბორის შიბანოვი. (19 მარტი, 2019) გარდაიცვალა მარლენ ხუციევი. Газета.Ru. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2019