მარლბოროს რეგიონი
რეგიონი | |
---|---|
მარლბოროს რეგიონი ინგლ. Marlborough Region | |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
ადმ. ცენტრი | Blenheim |
კოორდინატები | 41°53′00″ ს. გ. 173°40′00″ ა. გ. / 41.88333° ს. გ. 173.66667° ა. გ. |
დაარსდა | 1876 |
ფართობი | 12 484 კმ² |
მოსახლეობა | 43 416 კაცი (2013) |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+12:00]] |
ოფიციალური საიტი | https://www.marlborough.govt.nz/ |
მარლბორო (ინგლ. Marlborough Region) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს სამხრეთ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბლენემი. ცნობილია თავის მშრალი კლიმატით, შთამბეჭდავი მარლბორო-საუნდის ფიორდებითა და ყურძნის ჯიშ სოვინონ ბლანით.
მარლბორო გეოგრაფიული თვალსაზრისით უხეშად შეიძლება დაიყოს ოთხ ნაწილად. ორი მათგანი, სამხრეთი და დასავლეთი, მთიანია. ეს განსაკუთრებით შეეხება სამხრეთ ნაწილს, რომელსაც გასდევს კაიკურის ქედები. აღნიშნული მთიანი რეგიონებში სრულდება სამხრეთ ალპებიდან წამოსული ქედები.
ამ ორ არეალს შორის გაწოლილია მდინარე ვაირაუს ხეობა. აღმოსავლეთით იგი ფართო ვაკეში ვრცელდება, რომლის ცენტრშიც გაშენებულია ქალაქი ბლენემი. რეგიონის ნიადაგი ნაყოფიერია, ჰავა ზომიერი, რის შედეგადაც ის ახალი ზელანდიიდ მეღვინეობის ცენტრად იქცა.
მარლბოროს მეოთხე გეოგრაფიული რეგიონი ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წელს, მარლბოროს მთლიანი შიდა პროდუქტი US$1,193 მლრდ-ს შეადგენდა, ახალი ზელანდიის მშპ-ის 1 %-ს.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარლბოროს რეგიონი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Discover Marlborough: The Marlborough Web Directory დაარქივებული 2012-11-09 საიტზე Wayback Machine.
- Marlborough Online
- Marlborough District Council
- Marlborough Wine Region Video
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Regional Gross Domestic Product. Statistics New Zealand (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 18 February 2010.