მარიტ ბიორგენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარიტ ბიორგენი
Marit Bjørgen.jpg
მარიტ ბიორგენი შვედეთში რბოლის დაწყებისას
დაბ. თარიღი 21 მარტი, 1980 (1980-03-21) (39 წლის)
ტრონდჰეიმი, ნორვეგია
სიმაღლე 168 სმ

მარიტ ბიორგენი (ნორვ. Marit Bjørgen; დ. 21 მარტი, 1980) — ნორვეგიელი მოთხილამურე. ბიორგენი ყველაზე წარმატებული სპრინტერია სათხილამურო სპორტში. 2018 წლის პიონგ ჩანგის ოლიმპიადის შემდეგ იგი ყველაზე მეტი, 15 მედლის მფლობელია ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.[1] 2018 წელს მან დაასრულა თავისი პროფესიონალური სპორტული კარიერა.[2]

მსოფლიო თასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიტ ბიორგენი თავდაპირველად გამოირჩეოდა სპრინტერულ დისტანციებზე და შვიდი გამარჯვება მსოფლიო თასზე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ  მას მეორე ადგილი დაეკავებინა 2003-2004 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში. 2004-2005 წლის სეზონიდან კი ბიორგენი დიდ დისტანციებზეც წარმატებით გამოდიოდა. 

2006 წლის 19 მარტს საპოროში, იაპონია, ბიორგენმა თავისი მეორე მსოფლიო თასი მოიპოვა. ბიორგენმა ეს ტურნირი 16 ქულით მოიგო. მას 1036 ქულა ქონდა, ხოლო კანადელ ბეკი სკოტის 1020 დაუგროვდა. ბიორგენმა ასევე მოიგო მსოფლიო თასი სპრინტში, მან 6 წულით აჯობა ნორვეგიელ ელა გიომლეს. ეს გამარჯვება გამოდგა ზედიზედ მეოთხე ბიორგენისთვის მსოფლიო თასზე სპრინტში.

მარიტ ბიორგენი 2005-2006 წლის სეზონში

2005-2006 წლის სეზონზე მარიტ ბიორგენი რვაჯერ იდგა პოდიუმზე, ექვსჯერ პირველ ადგილზე, ერთხელ მეორე და მესამე ადგილზე.ბიორგენი მთლიანობაში 70 ჯერ იყო პოტიუმზე, 46-ჯერ პირველ ადგილზე, 13-ჯერ მეორე ადგილზე, 11-ჯერ მესამე ადგილზე. 

2011-2012 წლების სეზონში მან მესამედ მოიპოვა მესამე მსოფლიო თასი, გაასწრო რა პოლონელ იუსტინა კოვალშიკს

2015 წელს ცხრა მცდელობის შემდეგ, ბიორგენმა მოიგო თავისი პირველი ტურ დე სკი, გაასწრო რა თავის თანამემამულე ტერეზა იოჰაუგს.[3]

მსოფლიო ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიორგენს მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი თვრამეტჯერ. ხუთჯერ მეორე და სამჯერ მესამე ადგილი დაიკავა. მარიტისთვის ყველაზე წარმატებული ჩემპიონატები ოსლოში, ვალ დე ფიემეში და ლახტიში გამოდგა, როცა ოთხ-ოთხ ოქროს მედალს იგებდა (შესაბამისად 2011, 2013, 2017 წლებში).

ოლიმპიური თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიტ ბიორგენი აღნიშნავს გამარჯვებას 2010 წლის ოლიმპიადაზე

მარიტ ბიორგენს წარუმატებელი გამოსვლა ჰქონდა ტურინის ზამთრის ოლიმპიადაზე. ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე იგი ბრონქიტს ებრძოდა. მისთვის პირველ რბენაში, მას მოუწია შეჯიბრის შეწყვეტა მუცლის ტკივილის გამო. მეორე რბენაში, რომელიც გუნდური სპრინტი იყო, ბიორგენი თანამემამულე ჰილდე პეტერსენთან ერთად გამოდიოდა. მათ მხოლოდ მეოთხე ადგილის დაკავება შეძლეს. მიუხედავად იმისა რომ 10 კმ-იან რბენაში ბიორგენმა ვერცხლის მედალი აიღო, ჩანდა რომ ტურინის ოლიმპიადა მისთვის საუკეთესოდ არ მიდიოდა. ბოლო შეჯიბრშიც, რომელიც გუნდურ ესტაფეტას წარმოადგენდა 4 x 5 კმ დისტანციაზე, ნორვეგიის ნაკრებმა მეხუთე ადგილი დაიკავა, 1988 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ნორვეგიის ქალთა გუნდი პოდიუმს მიღმა აღმოჩნდა. სპრინტში ბიორგენი ფინალში ვერ გავიდა, ხოლო 30 კმ რბენაში მან და პედერსენმა მონაწილეობა აღარ მიიღეს და ნორვეგიაში დაბრუნდნენ.[4]

2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადაზე, ბიორგენი მესამე იყო 10 კმ-ზე თავისუფალი სტილით რბენაში. ბიორგენმა პირველი ოქროს მედალი ოლიმპიადებზე ინდივიდუალურ სპრინტში მოიგო. მეორე ოქრო მან 2 x 7,5 კი-ზე რბენაში. ის ასევე იყო ნორვეგიის ქალთა გუნდის წევრი, რომელმაც 4 x 5 კმ-იანი რბენა მოიგო. მან დაასრულა ვანკუვერში გამოსვლა 30 კმ-იან რბენაში, რომელზეც მეორე იყო და დათმო პირველობა პოლონელ იუსტინა კოვაჩიკთან მხოლოდ 0.3 მეათედი წამით.

2014 წლის სოჩის ოლიმპიადაზე მან მოიგო ოქროს მედლები 15 კმ სკიატლონში, გუნდურ სპირნტში და 30 კმ-ზე თავისუფალი სტილით რბენაში. ამ სამი მედალით მისი მედლების რაოდენობა ათამდე გაიზარდა, რითაც გაუთანაბრდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე მეტი მედლის მფლობელ ქალებს სტეფანია ბელმონდოს და რაისა სმეტანინას, ამასთან მარიტს მათ შორის ყველაზე მეტი ოქრო ჰქონდა მოპოვებული.[5]

ბიორგენმა ხუთჯერ მიიღო ოლიმპიადებზე მონაწილეობა. მისთვის პირველი 2002 წლის სოლტ ლეიკ სიტის ოლიმპიადა იყო, სადაც ვერცხლის მედალი მოიგო. 2018 წლის პიონგ ჩანგის ოლიმპიადაზე მან ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიგო, რითაც თავისი მედლების რიცხვი 15-მდე გაზარდა. ამ შედეგით იგი ყველაზე მეტი მედლის მფლობელია ზამთრის ოლიმპიადებზე ქალებსა და კაცებს შორის.[6]

შედეგები ოლიმპიურ თამაშებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 15 მედალი – (8 ოქრო, 4 ვერცხლი, 3 ბრინჯაო)
 წელი  ასაკი  10 კმ.

ინდივიდუალური
 სკიატლონი  30 კმ.  სპრინტი
გუნდური 4x5 კმ
 გუნდური
სპრინტი
მასს სტარტი 15 კმ
2002 21 14 2 არ არის 50
2006 25 2 შეწყვიტა გამოსვლა 18 5 4 არ არის
2010 29 3 1 2 1 1 არ არის
2014 33 5 1 1 11 5 1 არ არის
2018 37 3 2 1 1 3CNX

შედეგები მსოფლიო ჩემპიონატზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 26 მედალი – (18 ოქრო, 5 ვერცხლი, 3 ბრინჯაო)
 წელი  ასაკი  10 კმ.

ინდივიდუალური გარბენი
გამოდევნებით რბოლა  30 კმ-ზე რბენა  სპრინტი
4x5 გუნდური
 გუნდური სპრინტი  15 კმ.

 კლასიკური
2001 20 24 19 CNX არ არის
2003 22 1 2 არ არის 24
2005 24 3 2 1 16 1 1 არ არის
2007 26 22 12 9 10 3 3 არ არის
2009 28 16 19 9 4 არ არის
2011 30 1 1 2 1 1 არ არის
2013 32 2 1 1 1 1 არ არის
2015 34 31 6 2 1 1 არ არის
2017 36 1 1 1 16 1 არ არის

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]