მარინა პოპლავსკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარინა პოპლავსკაია
Марина Поплавська.jpg
დაბადების თარიღი 9 მარტი, 1970(1970-03-09)
დაბადების ადგილი ნოვოგრად-ვოლინსკი
გარდაცვალების თარიღი 20 ოქტომბერი, 2018(2018-10-20) (48 წლის)
გარდაცვალების ადგილი Mila
საქმიანობა მსახიობი, ტელემსახიობი, მასწავლებელი, პედაგოგი, პროდიუსერი, კომიკოსი და KVN actor
ენა უკრაინული ენა და რუსული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Ukraine.svg უკრაინა
ალმა-მატერი Zhytomyr Ivan Franko State University
ჯილდოები ღირსების ორდენი, III ხარისხი

მარიანა პოპლავსკაია (უკრ. Марина Францівна Поплавська[1]) (დ. 9 მარტი, 1970, ნოვოგრად–ვოლინსკი, ჟიტომირის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ — გ. 20 ოქტომბერი, 2018, სოფელ მილაიას მახლობლად, კიევ-სვიატოშინის რაიონი, კიევის ოლქი, უკრაინა) — უკრაინელი მსახიობი, პროდიუსერი, კომიკოსი, მასწავლებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარინა პოპლავსკაია დაიბადა 1970 წლის 9 მარტს, ქალაქ ნოვოგრად-ვოლინსკში [2]. დაამთავრა ივანე ფრანკოს სახელობის ჟიტომირიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, უკრაინული ენისა და ლიტერატურის ხარისხით[3].

სკოლის დამთავრების შემდეგ, დაიწყო მუშაობა უკრაინული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ჟიტომირის N26-ე სკოლაში, შემდეგ კი N33-ში. საბოლოო ჯამში, 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო პედაგოგი. მარინა ასევე ხელმძღვანელობდა ადგილობრივ დრამის წრეს [4].

1993 წელს მიიწვიეს „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ ადგილობრივ გუნდში სახელად "გოგონები ჟიტომირიდან". 1997 წელს გადავიდნენ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის პრემიერ ლიგაში. მოგვიანებით, გუნდმა არაერთხელ მიიღო მონაწილეობა მუსიკალურ ფესტივალზე

2016 წლიდან მონაწილეობდა კომედიურ შოუში — „დიზელ-შოუ“.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 20 ოქტომბერს, დილის 5:55 საათზე, ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიის შედეგად, კიევის რეგიონში, სოფელ მილაიასთან, როდესაც დიზელ-შოუს მსახიობების ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. მსახიობები იანა გლუშჩენკო, ევგენი სმორიგინი და იგორ კრუტოგოლოვიც დაზარალდნენ [5]. ცნობილია, რომ ავტობუსი საათში 100 კილომეტრზე მეტი სიჩქარით მოძრაობდა.

მსახიობთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება შედგა 2018 წლის 21 ოქტომბერს, 10:45 საათზე, ქალაქ კიევის ოქტომბრის სასახლეში [6]. მეორე დღეს გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი იყო ჟიტომირში, კოჩერგის სახელობის ჟიტომირის აკადემიური მუსიკისა და დრამის თეატრის დარბაზში. შემდეგ პანაშვიდი ჩატარდა წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში. ამავე დღეს, (2018 წლის 22 ოქტომბერი), მსახიობი დაკრძალეს ჟიტომირში, ცენტრალურ ხეივანზე, კორბუტოვსკის სასაფლაოზე [7].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარინა პოპლავსკაია ჰყვებოდა, რომ წარმოშობით პოლონეთის თავადაზნაურების შთამომავალი იყო, ბაბუა, ვიცენტი ლევანდოვსკი კი იყო პოლონელი ბარონი [3]. პოპლავსკების ოჯახის წევრები მორწმუნე კათოლიკეები იყვნენ. მარინა პოპლოვსკაიას არ მოსწონდა თვისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, თუმცა, ცნობილია, რომ მარინა არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, მას შვილები არ ჰყავდა [2].

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარინა პოპლავსკაია არის „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი (რიხტერის სახელობის), ორჯერ უკრაინაში „მსკ“-ს (მხიარულთა და საზრიანთა კლუბის) ასოციაციის ჩემპიონი, „მსკ“ სატელევიზიო გუნდის „გოგონები ჟიტომირიდან“ ლიდერი და პროდიუსერი (1997 და 2011 წლებში გამარჯვებული იურმალაში).

2018 წლის 8 ნოემბერს, გარდაცვალების შემდეგ, ჟიტომირის საკრებულოს სხდომაზე, მარინა პოპლავსკაიას მიენიჭა „ქალაქ ჟიტომირის საპატიო მოქალაქის“ წოდება.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, მარინა პოპლავსკაია დააჯილდოვა III ხარისხის ღირსების ორდენით (გარდაცვალების შემდეგ).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Звезда Дизель Шоу Марина Поплавская погибла в ДТП: все подробности, фото, видео“. Obozrevatel.ua. 2018-10-20. ციტირების თარიღი: 2018-10-30.
  2. 2.0 2.1 Учитель русского языка, звезда КВН и Дизель-шоу. Что мы запомним о погибшей Марине Поплавской. strana.ua. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-19. ციტირების თარიღი: 20 октября 2018.
  3. name="VIVA"
  4. name="VIVA"
  5. Под Киевом в жутком ДТП погибла актриса «Дизель шоу» Марина Поплавская. Аргументы и факты. Украина. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-20. ციტირების თარიღი: 20 октября 2018.
  6. ДТП с Поплавской: суд решил судьбу водителя. Обозреватель. ციტირების თარიღი: 22 октября 2018.
  7. У Житомирі з оплесками і криками "браво" провели в останню путь Марину Поплавську. gordon.ua. ციტირების თარიღი: 22 октября 2018.