შინაარსზე გადასვლა

მარია სური

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია სური

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 31 დეკემბერი, 2004(2004-12-31) (21 წლის)
დაბ. ადგილი ზაპორიჟია[1]
მარია სური ვიკისაწყობში

მარია სური (უკრ. Марія Сур; 2004 წლის 31 დეკემბერი) — უკრაინელი მომღერალი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს შვედეთში.[2] მარია სური ყველაზე მეტად ცნობილია "მელოდიფესტივალენ 2023"-ის (მუსიკალური კომპოზიციით "Never Give Up") და "მელოდიფესტივალენ 2024"-ის (მუსიკალური კომპოზიციით "When I'm Gone") კონკურსებში მონაწილეობის გამო.

ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია სური დაიბადა ზაპორიჟიაში. 2022 წელს სურიმ მონაწილეობა მიიღო The Voice-ის უკრაინული ვერსიის Holos Krainy მეთორმეტე სეზონში. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან გამო, სურიმ დედასთან ერთად დატოვა უკრაინა და გადასახლდა შვედეთში.[3] სური მცირე ხანში დაუკავშირდა მომღერალ სარა დაუნ ფინერს, რომელმაც უკრაინის სოლიდარობისთვის გამართულ საქველმოქმედო გალა ღონისძიებაზე გამოსვლის მიზნით ხელმძღვანელობა გაუწია. ღონისძიება გაიმართა სტოკჰოლმში, ავიჩის არენაზე, სადაც სურიმ წარადგინა Destiny's Child-ის სიმღერა "Survivor".[4] მოგვიანებით, მარია სურიმ კონტრაქტი გააფორმა ხმის ჩამწერ ლეიბლ "Warner Music Sweden"-თან.[5]

მარიამ სურიმ მონაწილეობა მიიღო "მელოდიფესტივალენ 2023"-ის კონკურსში, სადაც წარადგინა სიმღერა "Never Give Up" და ფინალურ ეტაპზე დაიკავა მე-9 ადგილი.[3] 2023 წლის ზაფხულის პერიოდში, სური უკრაინის მასშტაბით გამართულ მუსიკალურ ტურში იღებდა მონაწილეობას.[6] ასევე, სურიმ მონაწილეობა მიიღო "მელოდიფესტივალენ 2024"-ის კონკურსშიც, სადაც გამოვიდა სიმღერით "When I'm Gone";[7] 2024 წლის 10 თებერვალს სური გავიდა ნახევარფინალში და მოიპოვა ფინალურ ეტაპზე გასვლის უფლება. საბოლოო ჯამში, მარიამ სურიმ დააგროვა 72 ქულა (ჟიურის მხრიდან - 37 ქულა, ხოლო ტელევიზიის საშუალებით - 35 ქულა) და კონკურსის ფინალურ ეტაპზე დაიკავა მე-7 ადგილი.[8]

მარია სური ასრულებს "When I'm Gone" 2024 წლის Melodifestivalen-ის კონკურსზე.
სინგლების სია
მუსიკალური კომპოზიციის სახელწოდება წელიწადი პოზიციები ჩარტების პიკზე ყოფნის დროს ალბომი
SWE[9]
"Never Give Up" 2023 წელი 17 Non-album singles
"When I'm Gone" 2024 წელი 12[10]

  1. ↑ Maria Sur: Har brottats med ångest — 2024.
  2. ↑ Rakel Clinton Lucas. (11 February 2023) Maria Sur: "Jag förstår faktiskt inte hur jag har orkat". Dagens Nyheter. ციტირების თარიღი: 1 March 2023
  3. 1 2 Berglund, Björn (8 February 2023). "Maria Sur: Från kriget till Melodifestivalen". TT. Aftonbladet. ციტირების თარიღი: 1 March, 2023. 
  4. ↑ Maria Sur flydde kriget – får stående ovationer i Avicii Arena. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი 2023. ციტირების თარიღი: 1 March 2023.
  5. ↑ Larsson, Ebba. (17 June 2022) Artisten Maria Sur flydde Ukraina – nu gör hon succé i Sverige. Expressen. ციტირების თარიღი: 1 March 2023
  6. ↑ Artisten Maria Sur uppträder på vår scen. bingolotto.se. ციტირების თარიღი: 1 March 2023.
  7. ↑ The 30 artists competing in Sweden's Melodifestivalen 2024. Eurovision.tv. European Broadcasting Union]] (EBU) (2023-12-01). ციტირების თარიღი: 2023-12-01
  8. ↑ Results and points to the Melodifestivalen 2024 final. Eurovisionworld (9 March 2024). ციტირების თარიღი: 9 March 2024.
  9. ↑ "Veckolista Singlar, vecka 11". Sverigetopplistan. ციტირების თარიღი: 18 March, 2023.
  10. ↑ "Veckolista Singlar, vecka 11". Sverigetopplistan. ციტირების თარიღი: 15 March, 2024..

სასარგებლო ბმულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]