მარია მონტესორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია მონტესორი

მარია მონტესორი (Maria Montessori; დ. 31 აგვისტო, 1870, კიარავალე, იტალია — გ. 6 მაისი, 1952, ნორდვეიკ-ან-ზე, ნიდერლანდები) — იტალიელი პედაგოგი, მეცნიერი, ფილოსოფოსი, ჰუმანისტი, ფემინისტი და ღრმად მორწმუნე კათოლიკე. ყველაზე უკეთ ცნობილია ბავშვთა დაბადებიდან სიყმაწვილემდე აღზრდის განსაკუთრებული მეთოდითა და ფილოსოფიით. მისი განათლების მეთოდი ამჟამად მრავალ საზოგადო თუ კერძო სკოლაში გამოიყენება მთელ მსოფლიოში.

დაიბადა კიარავალეში (ცენტრალური იტალია, ანკონის პროვინცია). 1896 წელს დაამთავრა რომის უნივერსიტეტი. მონტესორი პირველი ქალი იყო იტალიის ისტორიაში, რომელმაც მედიცინის კურსი დაამთავრა და ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელიც მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ატარებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]