მარია კალასი
მარია კალასი | |
---|---|
მარია კალასი 1973 წელს | |
მშობლიური სახელი | Μαρία Καλογεροπούλου |
დაბადების სახელი | მარია კალოსეპულოს |
დაბადების თარიღი | 2 დეკემბერი, 1923 2 დეკემბერი, 1923 |
გარდაცვალების თარიღი | 16 სექტემბერი, 1977 (53 წლის) |
მოქალაქეობა | აშშ |
პროფესია | მომღერალი |
მარია კალასი (ინგლ. Maria Callas; ბერძ. Μαρία Καλογεροπούλου – მარია ანა სოფია სესილია კალოგეროპულოსი; დ. 2 დეკემბერი, 1923 — გ. 16 სექტემბერი, 1977) — ოპერის მომღერალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია კალასი დაიბადა ნიუ იორკში ბერძენ ემიგრანტთა ოჯახში. 1936 წელს მარიას დედა – ევანგელია, ბრუნდება ათენში ქალიშვილის მუსიკალური განათლების გასაგრძელებლად. 14 წლის ასაკში მარია სწავლას იწყებს ათენის კონსერვატორიაში ყოფილი ესპანელი მომღერლის ელვირა დე იდალგოს ხელმძღვანელობით.
1941 წლის ივლისში, გერმანელების მიერ ოკუპირებულ ათენში შედგა მარია კალასის დებიუტი ათენის ოპერის თეატრში ტოსკას პარტიაში.
1945 წელს მარია კალასი დაბრუნდა ნიუ–იორკში. დაიწყო წარუმატებლობები: იგი არ გააცნეს არტურო ტოსკანინის, სიმსუქნის გამო უარი თქვა მეტროპოლიტენ–ოპერაში ჩიო–ჩიო–სანის პარტიის შესრულებაზე, ჩიკაგოში ჩაიშალა "ლირიკული ოპერის" აღორძინება, სადაც იგი იმედოვნებდა მონაწილეობას.
1947 წელს მარია კალასი ხვდება ტულიო სერაფინს. მასთან შეხვედრამ მნიშვნელოვნად შეცვალა მომღერლის ცხოვრება. სერაფინს მარია დიდი ოპერის სცენაზე გაჰყავს. პირველმა პარტიებმა ჯუზეპე ვერდის აიდაში და ბელინის ნორმაში 1948 წელს, ერთი კვირის შემდეგ კი ვოკალურად შეუთავსებადი პარტიები ბრუნჰილდასი ვაგნერის "ვალკირიებში" და ელვირასი ბელინის "პურიტანელებში" შექმნეს მარია კალასის შემოქმედებითი ფენომენი. იგი ასრულებდა როგორც ლირიკულ, ასევე დრამატულ და კოლორატულ პარტიებს, რაც ერთი მხრივ ფენომენური იყო ("ოთხი ხმა ერთ ყელში" – ასე ახასითებდნენ მას), მეორე მხრივ კი დამღუპველი იყო მისი უნიკალური ხმისთვის.
1949 წელს მარია კალასი ქორწინდება ჯოვანი მენეგინიზე და გასტროლებზე მიემგზავრება სამხრეთ ამერიკაში. 1950 წელს პირველად გამოდის ლა სკალას სცენაზე და გარდაიქმნება "იტალიელ პრიმადონათა დედოფლად".
1953 წელს ფირმა EMI გამოსცემს კალასის შესრულებით ოპერების სრულ კრებულს.
იმავე წელს მარია 30 კილოგრამით იკლებს წონას. წლების მანძილზე მარია ცდილობდა ლამის სილამაზის ეტალონად ქცეულ ოდრი ჰეპბერნს დამსგავსებოდა, და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი კალასი ცოტა ხანში პოდიუმის მოდელს დაემსგავსა. გარდასახული კალასი მსოფლიოს პუბლიკას იპყრობს ოპერებში: ლუჩია დი ლამერმური, ნორმა, მედეა, მაკბეტი, ტოსკა.
მარია კალასის ტრიუმფალური სვლა 1959 წელს ჩერდება. ხმის დაკარგვამ, სკანდალებმა, განქორწინებამ, მეტროპოლიტენ–ოპერასთან განშორებამ, ლა სკალის იძულებითმა დატოვებამ, უიღბლო სიყვარულმა არისტოტელე ონასისთან, ბავშვის დაკარგვამ – საბოლოოდ გატეხა იგი. 1964 წელს სცენაზე დაბრუნება სრული ფიასკოთი სრულდება.
სიცოცხლის ბოლო წლები მარია კალასი პარიზში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1977 წელს. იგი ჯერ კრემირებულ, შემდგომ კი დაკრძალულ იქნა პერ ლაშეზის სასაფალოზე. მოგვიანებით ანდერძის თანახმად მისი ფერფლი ეგეოსის ზღვას მოჰფინეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gagelmann, Rainer Benedict, International Maria Callas Bibliography დაარქივებული 2018-06-23 საიტზე Wayback Machine. (includes almost 1,000 publications)
- Salazar, Philippe-Joseph, "Le Mausolée Callas", Liberation, September 26, 1977.
- Seletsky, Robert E. (2004), "The Performance Practice of Maria Callas: Interpretation and Instinct", The Opera Quarterly, 20/4, pp. 587–602.
- Seletsky, Robert E., "Callas at EMI: Remastering and Perception"; "A Callas Recording Update"; "A Callas Recording Update...updated", The Opera Quarterly (2000), 16/2, pp. 240–255; 21/2 (2005), pp. 387–391; 21/3, pp. 545–546 (2005).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მარია კალასი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- მარია კალასი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- მარია კალასი საიტზე Curlie