მარია გრაცია კუჩინოტა
იერსახე
მარია გრაცია კუჩინოტა | |
---|---|
მარია გრაცია კუჩინოტა 2009 წელს | |
დაბადების სახელი | მარია გრაცია კუჩინოტა |
დაბადების თარიღი |
27 ივლისი 1968 მესინა, სიცილია, იტალია |
საქმიანობა |
მსახიობი პროდიუსერი მოდელი |
აქტიური | 1989–დღემდე |
მარია გრაცია კუჩინოტა (იტალ. Maria Grazia Cucinotta; დ. 27 ივლისი 1968, მესინა, სიცილია, იტალია) — იტალიელი მსახიობი, პროდიუსერი და მოდელი. საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ითამაშა ფილმში „ფოსტალიონი“.
მარია გრაცია კუჩინოტა დაიბადა 1968 წლის 27 ივლისს, ქალაქ მესინაში. კარიერა დაიწყო როგორც მოდელმა. 1987 წელს გამართულ სილამაზის კონკურსში „მის იტალია“ დაიკავა მე-3 ადგილი. 1990-იან წლებში რამდენიმე ცნობილ კინოფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის აღსანიშნავია: „მსოფლიოც არ არის საკმარისი“, „ბრუკლინში დაბადება“ და სხვა. მარია კუჩინოტას 2005 წელს მოუწია ცნობილი ტელესერიალის სიმფსონების ერთ-ერთი პერსონაჟის გახმოვანება. მარია კუჩინოტამ მცირე როლი მიიღო ასევე ფილმში „ასტრალი“, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ენტონი ჰოპკინზმა შეასრულა.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ფილმი | როლი | შენიშვნა |
---|---|---|---|
1990 | საშობაო არდადეგები | ||
1994 | ფოსტალიონი | ||
1998 | მეორე მეუღლე | ||
1999 | მსოფლიოც არ არის საკმარისი | ||
2004 | ვანილი და შოკოლადი | ||
2005 | უხილავი ბავშვები | ||
2011 | ასტრალი |