მარიანა გაპონენკო
მარიანა გაპონენკო | |
---|---|
დაბადების თარიღი | 6 სექტემბერი, 1981 (43 წლის) |
დაბადების ადგილი | ოდესა[1] |
საქმიანობა | მწერალი და პოეტი |
მოქალაქეობა |
სსრკ უკრაინა |
ალმა-მატერი | ოდესის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ალბერტ ფონ შამისოს პრემია, ლიტერატურული პრემია „ალფა“, ფრაუ ავას ლიტერატურული პრემია და Martha Saalfeld Promotional Prize |
საიტი | marjana-gaponenko.de[2] |
მარიანა გაპონენკო (უკრ. Мар'яна Михайлівна Гапоненко; გერმ. Marjana Michailowna Gaponenko; დ. 6 სექტემბერი 1981, ოდესა, უკრაინა) — გერმანელი მწერალი, რომელიც დაიბადა ოდესაში.
ბიოგრაფია და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარიანამ თავისი ბავშვობა და ახალგაზრდობა ოდესაში გაატარა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანულ ენას ოდესის უნივერსიტეტში, სადაც დაიწყო ლექსების წერა და მათი გამოცემა. გერმანიაში მას თავდაპირველად ხელი შეუწყო ერიკ მარტინმა „Muschelhaufen“-ით, ასე გახდა ცნობილი ფართო წრის მკითხველისთვის. 2000 წელს, შედგა მისი დებიუტი, როდესაც გამოვიდა პოეტური კრებული „როგორია რაინდების ცრემლები“. 2001 წელს, ჟურნალ Deutsche Sprachwelt-ის „წლის ავტორი“-ს ტიტულის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. 2010 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი „ანუშკას ყვავილი“, Residenz Verlag. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, პოლონურ, რუმინულ და თურქულ ენებზე. საავტორო ფორუმის ოქროს თევზი-ს წევრია.[3]
თავის რომანში „ვინ არის მართა?“ (2012), ორი მოხუცი მამაკაცი ატარებენ თავიანთ უკანასკნელ დღეებს Vienna Hotel და ელოდებიან სიკვდილს. „როგორი საოცარი, როგორი ახალგაზრდა [ავტორი]“ - ვოლკერ ჰაგე წერდა შპიგელში: „ასევე მისი რომანი ქმნილების იუბელია, ხოლო მისი რომანები სასწაულია, სავსეა სიცოცხლით“.[4][5]
ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Wie tränenlose Ritter (რიტერის ცრემლებისავით) Gedichte, 2000, ISBN 3-934852-10-6.
- Tanz vor dem Gewitter (ცეკვა ქუხილის წინ) Gedichte, 2001.
- Freund (მეგობარი) Gedichte, 2002.
- Prieten (მეგობარი), 2003.
- Reise in die Ferne (მოგზაურობა შორს), 2003.
- Die Löwenschule. Eine wahre Geschichte für Kinder und Erwachsene, 2008, ISBN 978-3-940336-01-9.
- Nachtflug (ღამე). Gedichte, 2007, ISBN 978-3-940336-00-2.
- Annuschka Blume. Roman, 2010, ISBN 978-3-7017-1544-2.
- Wer ist Martha? (ვინ არის მართა?). Roman. Suhrkamp, Berlin 2012, ISBN 978-3-518-42315-8.
- Marjana Gaponenko (15 September 2014). Who Is Martha?. New Vessel Press. ISBN 978-1-939931-17-7.
- Strohhalm in Luzifers Schweif. Erzählungen, edition miromente, 2015, ISBN 978-3-200-03806-6.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2001: წლის ავტორი 2001 (Deutsche Sprachwelt).[6]
- 2001: „Künstlerdorf Schöppingens“ ლიტერატურული პრიზი [7]
- 2009: „Frau Ava“ ლიტერატურული პრიზი
- 2013: „Adelbert von Chamisso“ პრიზი[8]
- 2013: „Alpha“ ლიტერატურული პრიზი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #122035607 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Google Knowledge Graph — 2012.
- ↑ der goldene fisch. der-goldene-fisch.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-01. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
- ↑ Hage, Volker (13 August 2012). „Tiefer schweigen“. Der Spiegel. p. 116.
- ↑ Beate Tröger: Einmal noch Torte essen im Imperial.
- ↑ Laudatio von Alexander Glück: http://deutschesprachwelt.de/sprachwahrer/adj-gaponenko.shtml#3 დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Untitled Document. stiftung-kuenstlerdorf.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-26. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
- ↑ http://www.abendblatt.de/kultur-live/buecher/article112776299/ Marjana-Gaponenko-erhaelt-Chamisso-Preis