მანჯურიული კაკალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანჯურიული კაკალი
Juglans mandshurica Walnut JPG.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: კაკლისებრნი
სახეობა: მანჯურიული კაკალი
ლათინური სახელი
Juglans mandshurica

მანჯურიული კაკალი (Juglans mandshurica) — ფოთოლმცვივანი ერთსახლიანი ხე კაკლისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 30 აღწევს, სწორტანიანია. იზრდება ჩრდილოეთ ჩინეთსა და კორეაში, ყოფილ სსრკ-ში — შორეულ აღმოსავლეთში, მდინარისპირა და მთის ქვედა სარტყლის შერეულ ფოთლოვან და კედარ (ციმბირული)-ფართოფოთლოვან ტყეებში. ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფი (კურკიანა) მწიფდება სექტემბერში. წენგო მურა-მწვანეა და ადვილად შორდება ნაჭუჭს. იჭმება, მაგრამ ძალიან კერკეტია. ლებნისაგან ხდიან მაღალხარისხოვან ზეთს. მერქანი კარგ საავეჯე მასალას იძლევა. მისგან ამზადებენ ფირფიცარასაც. ქერქი, ფოთოლი და ნაყოფი შეიცავს ტანიდებს. დეკორატიული, იყენებენ დასახლებათა (ქარხნების) გასამწვანებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება]