მანუელ ონვუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მანუელ ონვუ
მანუელ ონვუ.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მანუელ ონვუ ვილიაფრანკა
დაბადების
თარიღი
11 იანვარი, 1988 (1988-01-11) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
ტუდელა, ესპანეთი
სიმაღლე 185 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბენგალურუ
ნომერი 19
ახალგაზრდული კარიერა
2002–2006 ტუდელანო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2007 ტუდელანო
2007–2012 ოსასუნა B 106 (23)
2007–2008   ირუნია 36 (19)
2008   ალსირა 4 (1)
2012–2015 ოსასუნა 31 (2)
2015 დინამო თბ. 10 (3)
2015–2016 ლეიდა 24 (10)
2016–2018 ლორკა 41 (9)
2019– ბენგალურუ 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 მაისი, 2019

მანუელ ონვუ ვილიაფრანკა (დ. 11 იანვარი, 1988, ტუდელა) — ესპანელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. 2019 წლიდან თამაშობს ინდოეთის სუპერლიგის მონაწილე ქალაქ ბენგალურუს ამავე სახელწოდების მქონე საფეხბურთო კლუბ „ბენგალურუს“ შემადგენლობაში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში დაიწყო ვალტიერის საფეხბურთო კლუბ „ვალტიერანოში“. 2002 წელს გადავიდა მშობლიური ქალაქის კლუბ „ტუდელანოში“, რომლის ასაკობრიც კლუბშიც ითამაშა 2006 წლამდე, ამავე წელს შედგა მისი დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში, „ტუდელანოს“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში, რომელიც ესპანეთის დონით მეოთხე ჩემპიონატში გამოდიოდა. შემდეგ წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ასევე ნავარის ქალაქის, პამპლონას კლუბ „ოსასუნასთან“. 2012 წლამდე გამოდიოდა „ოსასუნას“ მეორე გუნდის რიგებში, 2-ჯერ იყო იჯარის წესით განათხოვრებული დაბალი დონის ლიგაში მოასპარეზე კლუბებში.

2011–12 წლების სეზონში, ესპანეთის დონით მესამე ჩემპიონატში მოასპარეზე „ოსასუნას“ მეორე გუნდის მაისურით 30 მატჩში შეძლო 11 გოლის გატანა. 2012 წლის 11 მატს შედგა მისი დებიუტი მთავარ გუნდში, რომელიც პრიმერა დივიზიონში გამოდიოდა, ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (2:1),[1] ონვუმ 67-ე წუთზე ნინო შეცვალა.[2] 2 მატჩის შემდეგ, „ლევანტეს“ წინააღმდეგ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 71 წუთი დაჰყო.[3][4] 2012-13 წლების სეზონში „ოსასუნა“ პრიმერა დივიზიონიდან დაქვეითდა, 2014-15 წლების სეზონის პირველ ნახევარში 9 სეგუნდა დივიზიონის მატჩი ჩაატარა (მხოლოდ 1 ძირითად შემადგენლობაში) და 1 გოლის გატანა შეძლო.

2015 წლის იანვარში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, კონტრაქტი გააფორმა თბილისის „დინამოსთან“,[5] ონვუ გუნდს 26 იანვარს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]