მანები (მითოლოგია)
მანები (ლათ. Manes) — გარდაცვლილთა გაღმერთებული სულები. რომაული რელიგიის მიხედვით ისინი თავიდან საიქიოს ღვთაებად ითვლებოდნენ, შემდგომში კი, თითქოს, თავიანთ გვარსა და ოჯახს მფარველობდნენ. მანებს ნათესავსები სწირავდნენ წყალს, ღვინოს, რძეს, შავი ცხვრის [[სისხლი|სისხლს], ღორებს, ხარებს და სხვა., ხოლო უძველეს დროში — კატასაც კი.
მანებისადმი მიძღვნილი დღესასწაული იმართებოდა 13 — 21 თებერვალს. ამ დღეებში ყველა ტაძარი დაკეტილი იყო და მოქალაქეებს ქორწინება ეკრძალებოდათ. პალანციუმის ბორცვზე იყო მანებისადმი განკუთვნილი ქვებით დახურული განსაკუთრებული ფორმის ორმო (მანების საცხოვრებელი). წელიწადში სამჯერ (24 აგვისტოს, 5 ოქტომბერს და 8 ნოემბერს) ქვებს გამოალაგებდნენ. მენების მუდმივ, საერთო საცხოვრებლად მიწისქვეშეთი მიაჩნდათ და ამიტომ პოეტები მანად ხშირად მიწისქვეშა სამყაროს (ჰადესს, საიქიოს) მოიხსენიებდნენ ხოლმე. [1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ნოდარ გაფრინდაშვილი. მითოლოგიური ლექსიკონი. გვ. 184 - თბილისი, „განათლება“, 1972.