მანდაეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მანდაეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში.

აგებულია XIX საუკუნის ბოლოს, XX საუკუნის დასაწყისში. მანდაეთის წმინდა გიორგის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა. აგებულია როგორც გათლილი დამუშავებული კვადრებისგან, ასევე კლდის ფლეთილი ქვით. ორქანობიანია გადახურვა, ტაძარი თუნუქითაა გადახურული. ეკლესიაში შესასვლელი კარი დატანილია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელში. დღეისათვის გაუქმებულია დასავლეთის კედელში დატანილი კარი, ამ კარით შევდივართ დასავლეთის კედელზე მიშენებულ კელიის მსგავს, მცირე ზომის ნაგებობაში. ნათდება ეკლესიის შიდა სივრცე ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელზე დატანილი ორ-ორი ხოლო დასავლეთ და აღმოსავლეთ კედელზე დატანილი თითო-თითო სარკმლისგან. ეკლესია შელესილი ყოფილა გარედან, შელესილობა შემორჩენილია აღმოსავლეთ და სამხრეთ კედელზე. სამხრეთი კარის თავზე კედელში ჩადგმულია მხედრულით შესრულებული ტექსტი, სადაც ეკლესიის აღმშენებელი ოსტატია მოხსენიებული. როგორც ჩრდილოეთ ასევე სამხრეთი კარის ტიმპანზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი. ხოლო დასავლეთი კარის ტიმპანზე რელიეფური ჯვრის გამოსახულების გარდა ბერძნული წარწერაა. ეკლესიის კედლები შიგნიდან მთლიანად თეთრადაა შეღებილი. შიდა სივრცე ორ-ორი წყვილი სვეტით 3 ნავად იყოფა. იატაკი მოგებულია ქვის გათლილი ფილებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16866