მანგაზეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მანგაზეა — ისტორიული ქალაქი რუსეთში, ჩრდილო-დასავლეთ ციმბირში, მდინარე ტაზზე. არსებობდა XVII საუკუნეში.

1601-1607 წლებში ტაზის მარჯვენა სანაპიროზე, შესართავიდან 300 კმ-ში, რუსმა სტრელეცებმა და კაზაკებმა ააგეს ციხე-ქალაქი, როგორც ციმბირის ათვისების ფორ-პოსტი. მანგაზეამ მალე მოიპოვა სავაჭრო-სამრეწველო მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი ბეწვეულის ვაჭრობაში. მისი მცხოვრებნი მისდევდნენ თევზჭერას, მესაქონლეობას, ზღვაოსნობას, ხელოსნობას. 1968-1970 და 1973 წლების არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა დაადგინა, რომ მანგაზეა შედგებოდა ორი ნაწილისგან, კრემლის და რაბათისგან. ეკონომიკურ მნიშვნელობას ინარჩუნებდა XVII საუკუნის 40-იან წლებამდე. ენისეის ჩრდილო ნაწილში ბეწვიან ცხოველთა განადგურების გამო მანგაზეამ დაკარგა მნიშვნელობა, მოსახლეობამ დატოვა ქალაქი, გარნიზონი გადავიდა ენისეიზე, სადაც 1672 წელს გაშენდა ახალი მანგაზეა, შემდგომში ტურუხანსკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]