მანავატუ-უანგანუის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მანავატუ-უანგანუის რეგიონი
ინგლ. Manawatu-Wanganui Region
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ადმ. ცენტრი პალმერსტონ-ნორთი
კოორდინატები 39°36′00″ ს. გ. 175°36′00″ ა. გ. / 39.60000° ს. გ. 175.60000° ა. გ. / -39.60000; 175.60000
დაარსდა 1989
ფართობი 22 215 კმ²
მოსახლეობა 222 672 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 10 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+12:00]]
ISO 3166 კოდი NZ-MWT[1]
ოფიციალური საიტი horizons.govt.nz
Manawatu-Wanganui in New Zealand.svg

მანავატუ-უანგანუი (ინგლ. Manawatu-Wanganui Region) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს ჩრდილოეთ კუნძულის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ პალმერსტონ-ნორთისა და უონგანუის ირგვლივ.

რეგიონი მოიცავს ათი რაიონის მთლიან ან გარკვეულ ტერიტორიებს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი პალმერსტონ-ნორთი.

რეგიონში დომინირებს ორი მნიშვნელოვანი მდინარის — უანგანუისა და მანავატუს აუზები. ეს უკანასკნელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მაორის ხალხისთვის. მის მიდამოებში განლაგაბული იყო მათი დასახლებები, კლიფები კარგი თავდაცვის საშუალებას იძლეოდა, ადვილი იყო საკვების მოპოვება.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წელს, მანავატუ-უანგანუის მთლიანი შიდა პროდუქტი US$5,594 მლრდ-ს შეადგენდა, ახალი ზელანდიის მშპ-ის 4 %-ს.[2]

მეზობელი ტარანაკის რეგიონისგან განსხვავებით, მანავატუ-უანგანუის არ გააჩნია ენერგიის მნიშვნელოვანი საწარმოები და მინერალები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MusicBrainz — 2000.
  2. Regional Gross Domestic Product. Statistics New Zealand (2007). წაკითხვის თარიღი: 18 February 2010.