მამუკა ბატონიშვილი
იერსახე
| მამუკა ბატონიშვილი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 1610-იანები |
| გარდაცვალების თარიღი |
1654 ოდიში |
| საქმიანობა | პოლიტიკოსი და სამეფო ოჯახის წევრი[1] |
| რელიგია | ქრისტიანობა |
| მეუღლე(ები) | ჩხეიძის ქალი |
| შვილ(ებ)ი | არჩილი |
| მშობლები |
მამა: გიორგი III დედა: თამარი |
მამუკა ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. დაახლოებით 1610-იანები — გ. 1654) — იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, გიორგი III-ის ძე.
მამუკა ძმის, ალექსანდრე III-ის მმართველობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო საქმეებში. 1630-იან წლებში იყო ქართლის მეფის, როსტომის, მემკვიდრე. 1640-იან წლებში სარდლობდა იმერელთა ჯარს. ებრძოდა ლევან II დადიანს. 1647 წელს ერთ-ერთ ბრძოლაში დამარცხებისას ტყვედ ჩაუვარდა დადიანს, რომელმაც ის დააბრმავა. დაბრმავებული მამუკა ბატონიშვილი ტყვეობაში გარდაიცვალა, 1654 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.